საინტერესოფაქტები

რა არის მეექსვე გრძნობა?

სულ 5 გრძნო­ბა არსებობს: მხედ­ვე­ლო­ბა, სმე­ნა, გემო, ყნოს­ვა და შე­ხე­ბა ადა­მი­ანს გა­რე­მომ­ცველ ფი­ზი­კურ სამ­ყა­რო­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს მე­ექ­ვსე გრძნო­ბაც, აღ­ქმის ერ­თგვა­რი ში­ნა­გა­ნი ძალა, რო­მელ­საც ინ­ტუ­ი­ცი­ას ვუ­წო­დებთ. სი­ტყვა “ინ­ტუ­ი­ცია” ლა­თი­ნუ­რი in­tu­e­ri-დან მო­დის და “ში­ნა­გან ხედ­ვას” ნიშ­ნავს. ინ­ტუ­ი­ცია ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბი­სა და ანა­ლი­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე ცოდ­ნი­სა და გა­გე­ბის უნა­რია და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის აღ­ქმის სიძ­ლი­ე­რე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უფრო გა­სა­გე­ბად რომ ვთქვათ, ინ­ტუ­ი­ცია – რა­ღაც ისე­თის “წი­ნა­ცოდ­ნა” ან “წი­ნათ­გრძნო­ბაა”, რაც ადრე არ ვი­ცო­დით. 2006 წელს ჟურ­ნალ­ში “GEO PRWeek/Burson-Marsteller” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის 62% გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას უფრო ხში­რად, ინ­ტუ­ი­ცი­ას ეყ­რდნო­ბა და არა – მსჯე­ლო­ბას. ჩი­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი ლაო ძი ამ­ბობ­და: “ინ­ტუ­ი­ცი­ის ძალა ბო­რო­ტე­ბის­გან სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე და­გი­ცავთ”. ალ­ბერტ აინშტა­ინ­საც მი­აჩ­ნდა, რომ “ინ­ტუ­ი­ცია ყვე­ლა­ფერ­ზე ძვირ­ფა­სია”. რა არის ინ­ტუ­ი­ცი­ის სა­თა­ვე, სა­ი­დან მი­დის იგი? ადა­მი­ა­ნის თა­ვის ტვი­ნის შეს­წავ­ლამ ცხად­ყო, რომ ამ კი­თხვის სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი ეპი­ფიზ­ში (Cor­pus pi­ne­a­le) უნდა ვე­ძე­ბოთ. თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფი­ის მამა, რენე დე­კარ­ტი ეპი­ფიზს “ცნო­ბი­ე­რე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას” უწო­დებ­და. ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ბრძე­ნებ­საც მი­აჩ­ნდათ, რომ ინ­ტუ­ი­ცია ეპი­ფი­ზი­დან მო­დის და ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ იგი ცოდ­ნი­სა და იდე­ის, გა­მო­ნა­თე­ბი­სა და სუ­ლის სა­ხით გა­მოვ­ლინდება.

Source
https://feedc.com/post/64631

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button