ამონარიდებიგამონათქვამები

ციტატები ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანებიდან

  1. ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ის ვინც, აწმყოს აკონტროლებს, აკონტროლებს წარსულს.
  2. ტოტალური სიცრუის ეპოქაში, სიმართლის თქმა რევოლუციური აქტია.
  3. ყველა ცხოველი თანასწორია, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები.
  4. ყველა თაობა საკუთარ თავს მეტად ინტელიგენტს წარმოიდგენს ვიდრე წინას, და მეტად ბრძენს, ვიდრე მომავალს.
  5. საუკეთესო წიგნები… ისინია, რომლებიც იმას გეუბნება, რაც უკვე იცი.
  6. თუ გინდა საიდუმლო შეინახო, საკუთარ თავსაც დაუმალე ის.
  7. ხალხის განადგურების ყველაზე ეფექტური გზა, მათი ისტორიის მათეული აღქმის უარყოფა და განადგურებაა.
  8. ფიქრები თუ ენას ამახინჯებს, ენასაც შეუძლია ფიქრების დამახინჯება.
  9. აზროვნების გაორება ის ძალაა, როცა ორ ურთიერთამომრიცხავ არს გონებაში ერთდროულად იჭერ და ორივეს ეთანხმები.
  10. ადამიანობის არსი სრულყოფილების არ ძებნაშია.
  11. სიტყვების განადგურება, მშვენიერი რამაა.
  12. რეალობა არსებობს ადამიანის გონებაში, და არსად სხვაგან.
  13. კაცობრიობის არჩევანი თავისუფლებასა და ბედნიერებას შორის მერყეობს. უმეტესობას ბედნიერება ურჩევნია.
  14. შენი არაფერი იყო, შენს თავის ქალაში არსებული რამდენიმე კუბური სანტიმეტრის გარდა.
  15. ჩვენ უბრალოდ არ ვანადგურებთ მტრებს, ჩვენ ვცვლით მათ.
  16. ერთადერთი კარგი ადამიანი, მკვდარი ადამიანია.
  17. მათ სიძულვილში სიკვდილი, ეს იყო თავისუფლება.
  18. კაცი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა არ ფიქრობს რომ მისი ცხოვრების მიზანი ბედნიერებაა.
  19. ყველანაირი ომის პროპაგანდა. მთელი ეს ყვირილი, ტყუილები და სიძულვილი, უცვლელად, იმ ადამიანებისგან მოედინება, რომლებიც არ იბრძვიან.
  20. 50 წლის ასაკში, ყველას ის სახე აქვს, რომელსაც იმსახურებს.
  21. ზოგი იდეა იმდენად აბსურდულია, მხოლოდ ინტელექტუალს შეუძლია მისი დაჯერება.
  22. თვალი გაუსწორეთ, რომ: ჩვენი ცხოვრება საცოდავი, დამღლელი და მოკლეა.
  23. რატომ ვერ აცნობიერებ, რომ თავისუფლება ბაფთებზე მეტს იმსახურებს.
  24. საფლავში გადატრიალება თუ მართლა შესაძლებელია, შექსპირი კარგად ივარჯიშებდა.
  25. თავისუფლება არის უფლება, უთხრა ადამიანებს ის, რისი მოსმენაც არ სურთ.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button