![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/AKA-–-Loves-Everywhere.jpg?fit=473%2C355&ssl=1)
post-rock, trance
„AKA“ აკა მარტიროსოვის ფსევდონიმია. 2006-ში, როცა მუსიკის შექმნა დაიწყო, ის რომანტიკულ, მაგრამ თხელი ჟღერადობის new age-ზე იყო ორიენტებული, სადაც როიალის ლამაზი მელოდიების მიუხედავად, მუსიკა მაინც ძირითადად ფონად თუ გამოდგებოდა. წლებთან ერთად მისმა სტილმა საკმაო მორფირება განიცადა და ამ ალბომში ძირითადად ვხვდებით საკმაოდ კარგ, მულტიინსტრუმენტალისტურ პოსტ-როკს, თავისი ღირსებებითა და ლიმიტებით. როიალისადმი და რომანტიკული განწყობისადმი მიდრეკილება აქაც ალაგ-ალაგ შეიმჩნევა. ალბომს საერთო სურათიდან გამოვარდნილი ტრანს-რემიქსი ხურავს. რეკომენდებულია პოსტ-როკ მსმენელებისთვის, გასაცნობად.
მოსასმენი ბმული: Love’s Everywhere