ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – შინობთა გაერთიანებული ძალები

შინობთა გაერთიანებული ძალები (忍連合軍, შინობი რენგოგუნ) ცეცხლის, მიწის, ელვის, წყლისა და ქარის ქვეყნების დამალული სოფლების სამხედრო ძალებისა და რკინის ქვეყნის სამურაიების ერთობლიობას ჰქვია. მისი მიზანი აკაცუკის დამარცხებაა, რომელიც მადარა უჩიჰას მთვარის თვალის გეგმის განხორციელებას ცდილობს.

მას შემდეგ, რაც ტობიმ მეოთხე მსოფლიო ომი დაწყებულად გამოაცხადა,[1] ხუთი დიდებული ქვეყნის კაგეებმა და რკინის ქვეყნის გენერალმა მიფუნემ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს. მოგვიანებით მათი ეს გადაწყვეტილება ხუთმა დაიმიომ მოიწონა. კოალიციის უზენაეს ლიდერად (大権, ტაიკენ) მეოთხე რაიკაგე დაინიშნა.

თავდაპირველად შინობთა გაერთიანებული ძალების მთავარ მიზანს აკაცუკისგან კილერ ბისა და ნარუტო უზუმაკის დაცვა წარმოადგენდა, ვინაიდან ათკუდიანის გაცოცხლებისა და მთვარის თვალის გეგმის განხორციელების მიზნით ტობის მათში ჩაბეჭდილი კუდიანი ურჩხულები სჭირდებოდა.

ალიანსის ყოველი წევრის შუბლსაკრავზე გამოსახულია კანძი “შინობი” (忍), რაც გაერთიანებული ძალების სიმბოლოს წარმოადგენს, რომლის ავტორია მიფუნე.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button