
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ქალავ!
გულო, ოცნებას მალავ!
ცაო, ლურჯდება ზოლი!
ვაჟი: – დაიცა, ქალავ!
ქალი: – დაგიბრმა თოლი!
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
- არა! – ჩურჩულებს ქალი.
- კარგი! – ამშვიდებს ვაჟი. –
თუნდა წაიყვა ჯოგი,
კიდენ დამრჩება მრავალ.
ბროლ-ღიკილასაც მოგი,
როცა ქალაქში ჩავალ.