ფსიქოლოგია

ნარცისიზმის ფარული ნიშნები, რომლებზეც ყურადღებას არ ამახვილებენ ხოლმე

ნარცისები ყველგან არიან და ჩვენდა სამწუხაროდ მათ სამყაროში ხოლმე ზედმეტად შორს ვიჭრებით ხოლმე. თუ ტოქსიკურ სიტუაციაში გაიჭედე, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, დიდია ალბათობა საქმე ნარსიცთან გქონდეს.

ვისაც აქამდე არ სმენია, გეტყვით, რომ ნარცისები ის ადამიანები არიან, რომლებიც ნარცისული პიროვნების აშლილობით იტანჯებიან. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ სხვების თანაგრძნობა და ეძებენ ყურადღებას და თაყვანისცემას. ფიქრობენ, რომ უკეთესები არიან, ვიდრე დანარჩენი სამყარო. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, იმის მისაღებად, რაც სურთ და ახლობელ ადამიანებსაც იყენებენ მიზნების მისაღწევად, რაც ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანების გულისტკენით სრულდება. რაც მეტ დროს გაატარებ ნარცისთან, მეტად უბედური იქნები.

სტატიაში ვისაუბრებთ ნარცისიზმის იმ ნიშნებზე, რომლებსაც ნორმალიზებას უწევენ ხოლმე და ჩვეულებრივად ატარებენ. თუმცა, თუ თქვენს ახლო ადამიანს მსგავს ნიშნებს ატყობთ, სჯობს იმოქმედოთ.

  • ნარცისებს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ

ნამდვილად, სულ მცირე სიტუაციებიც კი მათთვის დიდ რამედ იქცევა ხოლმე. რაც მეტ დროს გაატარებ მათთან, მეტად მიხვდები. ეცადე ასეთ დროს დაამშვიდო ისინი და სიტუაცია მეტად რეალისტური გადმოსახედიდან დაანახო.

  • ნარცისები პასიური აგრესიით გამოირჩევიან

რა თქმა უნდა, ზოგიერთი ნარცისი საშიშიც შეიძლება იყოს, თუმცა უმეტესობა პასიური აგრესორია. მათ უყვართ გეგმების დაწყობა და ადამიანებზე ამგვარად მოქმედება. შეიძლება პირდაპირი კონფლიქტი არ გქონდეს მასთან, თუმცა მაინც ყოველთვის იგრძნობ მისგან მომდინარე აგრესიულ ტალღებს.

  • ნარცისები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ ვერავინ უგებს

ნარცისები რთულად წასაკითხი ხალხი არაა, მიუხედავად იმისა, რო თვითონ საპირისპიროს ფიქრობენ. ნარცისები ფიქრობენ, რომ მთელი მსოფლიო მათ წინააღმდეგაა და არავის შეუძლია მათი გაგება. თავიდან მართლაც გაუგებრები შეიძლება ჩანდნენ, თუმცა როცა ახლოს გაიცნობ მიხვდები, რომ ასე არ არის.

  • ნარცისები ჰიპერ-მგრძნობიანენი არიან და ყველაფერი მოქმედებს მათზე

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ნარცისები საოცრად მგრძნობიარე ხალხია. სულ მცირე რამეებიც საკმარისია რომ ისინი აფეთქდნენ. გააკეთე ან თქვი ისეთი რამ, რასაც არ ეთანხმებიან და ისინი ამას არ გაპატიებენ.

  • ნარცისებს არ აინტერესებთ საზღვრები

შენი საზღვრები არაფერს ნიშნავს ნარცისისთვის. რაც მეტ თავისუფლებას აძლევ, უფრო გეუფლებიან. ნარცისები მუდმივად წნეხის ქვეშ გამყოფებენ და ცდილობენ შენი ცხოვრების სტილი და შეხედულებები შეცვალონ. მათი აზრით შენ მათ დონეზე არ ხარ.

  • სხვებთან შედარებით, მეტად თავდაცვითები არიან

ნარცისები არასდროს ივიწყებენ და არასდროს ატარებენ არაფერს. თუ მათ შესახებ რაიმე თქვი, ისინი სამუდამოდ დაიმახსოვრებენ და დროთა განმავლობაში შეგახსენებენ და თავის გასამართლებლადაც გამოიყენებენ ხოლმე.

  • ნარცისები ცუდად არიან კრიტიკასთანაც

რა თქმა უნდა ნარცისებიც ისმენენ კრიტიკას, თუმცა როცა საქმე გათვალისწინებას ეხება, ისინი უკან იხევენ. მათში ბრაზი იღვიძებს კრიტიკოსის მიმართ.

  • ნარცისები ყველაზე მხიარული და საინტერესოები ჩანან

ზოგირთი ფიქრობს, რომ ნარცისებს შავი ჭირივით უნდა ვერიდოთ, თუმცა ნარცისები ყველაზე ინტერესიანი და მხიარული ხალხი არინ ხალხის კონპანიაში. ისინი ხალხს იყოლიებენ და მათი გაშვება საოცრად რთულია.

awarenessact.com

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button