პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ქალაქის გარედ ..

ციკლიდან „ეპოქა“

ქალაქის გარედ, რომ ძმაბიჭურად,
ერთად ხელიხელ გადახვეული
კარს მოადგება ახალგაზრდობა,
გესმის არღნების ხმა დამტვრეული.
მათი იდუმალ ფიქრთა ნაყოფი,
მათი ცხოვრება და მათი გული,
შენთვის სამუდმოდ გასაგებია,
როგორც სიცოცხლე და სიხარული.
არ დაფიქრდები: ახალგაზრდობას,
შენ რომ გეხვევა ირგვლივ ჩრდილებათ,
თუ კი უყვარხარ – რად გიღერს დანას,
თუ სძაგხარ, რისთვის გემორჩილება?
როდესაც ვნების მკაცრი გრიგალი
თხოულობს შენგან სრულ თანაგრძნობას,
გკოცნის, გაგართობს, გეალერსება
და ფეხქვეშ გიგებს უსაზღვრო ტრფობას,
რა შუაშია მერე ხანჯალი,
მერე როს სისხლით აგივსებს უბეს.
ამ დროს, სადღაც შორს, გრგვინავს ორკესტრი
და ელექტრონი აჩაღებს კლუბებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button