
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ქუჩა
ქუჩა პოეტად დარჩა
ოცდაათიან წლებისა,
გაცვეთილი აქვს ლანჩა,
დარჩა კანი და ძვლები
ცისარტყელების რიგი
ზამთრით ახარებს ნელი.
ო, შეშლილია იგი,
თუ – წინასწარის მთქმელი?
უგზოობაზე ჩივილს
ისმენს ოცნება მწირი,
და ისევ უცნობ ტკივილს
გრძნობს უდროობის გმირი.