ზღაპარისაბავშვო

ოქრო ჯოჯოხეთსაც ანათებსო

დიდი ხნის წინათ ერთი ჭაბუკი უფლისწული ცხოვრობდა. ზღვასავით ულევი სიმდიდრის პატრონი იყო ჭაბუკი. ერთხელ დიდი სასახლის აშენება მოიწადინა. გადაწყვიტა, ხელმწიფის სასახლის წინ ისეთი სახლი უნდა წამოვ-ჭიმო, ყველას თვალი ზედ დარჩესო.
სახლის აშენება რომ მოათავეს, უფლისწულმა ხელოსნებს უბრძანა, ჭიშკარ-ზე ასეთი წარწერა ამოკვეთეთ: ‘ოქრო ჯოჯოხეთსაც ანათებს».
ერთხელ ხელმწიფე სასეირნოდ წავიდა. ჩაიარა უფლისწულის სახლთან და წარწერა თვალში მოხვდა. ახლავე მომგვარეთ ამ სახლის პატრონიო, უბრძანა თავის ამალას. უფლისწული იმ ქალაქში ახალი ჩასული იყო და ხელმწიფის-თვის ჯერ არ წარედგინათ.
— მომილოცავს! — უთხრა ხელმწიფემ უფლისწულს, — ზღაპრული სასახ-ლე აგიგია. ჩემი სასახლე ქოხივით მოჩანს შენს სასახლესთან. მომილოცავს! ახ-ლა ეს მიბრძანე, შენი განკარგულებით გააკეთეს წარწერა: ‘ოქრო ჯოჯოხეთსაც ანათებს»?
მიხვდა უფლისწული, რა განსაცდელშიც ჩააგდო თავისმა მედიდურობამ და ხელმწიფეს უთხრა:
— ჩემო ხელმწიფევ! თუ თქვენს ბრწყინვალებას ეს წარწერა არ მოსწონს, ახ-ლავე ჩამოვაფხეკინებო.
— არა, რატომ! შენ მხოლოდ ეს მითხარი, რას ნიშნავს ეგ წარწერა? შენი აზ-რით, ფულით ყველაფერს მიაღწევ? ჩემი მოკვლა რომ მოიწადინო, არც ეგ გაგი-ჭირდება, არა?
— ოჰ, თქვენო უდიდებულესობავ, მომიტევეთ. წარწერას ახლავე ჩამოვაფ-ხეკინებ! თუ ჩემი სახლი არ მოგწონთ, თქვენი ერთი სიტყვა საკმარისია, ხვალ-ვე დავანგრევო, — უპასუხა შეშინებულმა ჭაბუკმა.
— აკი გითხარი, მომწონს-მეთქი შენი სასახლე. მაგრამ რაკი ასე ღრმად ხარ დარწმუნებული, რომ ფული ყოვლისშემძლეა, უნდა დამიმტკიცო. სამ დღეს
გაძლევ ვადას, თუ ამ სამ დღეში ჩემს ასულთან ლაპარაკს მოახერხებ, ცოლად გაგატან. არადა თავს მოგჭრიო.
დაღონდა უფლისწული, ისეთი იყო, დანა პირს არ უხსნიდა, მთელი ღამე თეთრად გაათენა, იმის ფიქრი არ ასვენებდა, რა ვქნა, რა ვიღონო, რითი ვიხსნა თავიო. აბა, როგორ ნახავდა ხელმწიფის ასულს. ქალი კოშკში ჰყავდათ ჩაკეტი-ლი და ასი გუშაგი დარაჯობდა. მეორე დღეს უფლისწული დაჯდა და ანდერ-ძის წერა დაიწყო.
ამ დროს მოხუცმა ძიძამ მიაკითხა. ძიძას მზე და მთვარე თავის გაზრდილ-ზე ამოსდიოდა, უფლისწულმაც დაუფასა ამაგი, თავისთან ჰყავდა სასახლეში. ძიძამ უგუნებობა შეატყო და ჰკითხა: მითხარი, შვილო, რას შეუწუხებიხარ, რამ ჩაგაფიქრაო. ჭაბუკმა დაწვრილებით უამბო თავისი გასაჭირი.
— მერე ამან როგორ დაგაღონა. რად დაჰყარე ფარ-ხმალი? ღმერთსა ვფიცავ, სასაცილოა. მე მომანდე ეგ საქმეო, — უთხრა ძიძამ. ადგა და ქალაქში სახელ-განთქმულ ოქრომჭედელთან წავიდა.
— ვერცხლის ისეთი ბატი უნდა გამომიჭედო დილამდე, რომ ადამიანი შიგ თავისუფლად ჩაეტიოს, ბატს ნისკარტის გაღება და დახურვაც უნდა შეეძლო-სო, — უთხრა ოქრომჭედელს მოხუცმა.
— ხვალისთვის? ხომ არ შეიშალეო?— წამოიძახა ოქრომჭედელმა.
— უსათუოდ დილისთვის მზად უნდა იყოს! — უთხრა ძიძამ და ოქროს მა-ნეთიანებით გატენილი ქისა დაანახა ოქრომჭედელს. — აი, ჯერ ეს გამომარ-თვი, დანარჩენს ხვალ მიიღებო.
ქისის დანახვაზე ოქრომჭედელმა პირი დააღო.
— ჰოო, ეს სხვა საქმეა, ვეცდები, დედი, ვეცდებიო.
მეორე დილით მოხუცი ოქრომჭედელთან რომ მივიდა, ბატი მზად დახვდა. ბატი კი არა — სასწაული იყო.
მოხუცმა ბატი შინ წაიღო და უფლისწულს უთხრა:
— აიღე შენი ვიოლინო, შეძვერი ამ ბატში და როგორც კი გაგიყვან ქუჩაში, ვიოლინო დაუკარიო.
გაუდგნენ გზას. უფლისწული ბატში იჯდა და უკრავდა.
ხალხი გაოცდა იმ ბატის დანახვაზე, გამოეშურა დიდი და პატარა სასწაუ-ლის სანახავად. ხელმწიფის ასულის კოშკშიც მიაღწია ხმამ, ასეთი და ასეთი ბატი დააქვთ ქალაქშიო. ქალმა ხელმწიფეს სთხოვა, მამი, გამიშვი, მეც მინდა იმ ბატისა და დედაბრის ნახვაო.
— ერთი დღე მოიცადე, შვილო, ხვალ გადის ვადა, ტრაბახა უფლისწულს რომ დავუნიშნე. მერე გადი ქალაქში და ნახე ბატიო, — მიუგო ხელმწიფემ.
მაგრამ ქალს ყური მოეკრა, დედაბერი თავისი ბატით ჩვენს ქალაქში ერთი დღით ჩამოვიდაო. აღარ მოეშვა მამას, გინდა თუ არა, მიჩვენე ვერცხლის ბა-ტიო. ხელმწიფეს შეეცოდა შვილი და ბრძანება გასცა, ის დედაბერი თავისი ბა-ტიანად კოშკში შემოიყვანეთო.
დედაბერსაც ეს უნდოდა.
შეიტანეს ვერცხლის ბატი ხელმწიფის ასულის ოთახში. უკრავდა უფლის-წული და ვერცხლის ბატის ნისკარტიდან ისეთი ტკბილი ჰანგი იღვრებოდა, რომ ქალი მოჯადოებული უსმენდა. უცებ ბატი გადაიხსნა, გამოხტა იქიდან ჭაბუკი და ხელმწიფის ქალს უთხრა:
— ნუ შეშინდებით. მე სწორედ ის უფლისწული ვარ, ვისაც ხვალ მამათქვე-ნის ბრძანებით თავის მოჭრას უპირებენ. თქვენს ხელთ არის ჩემი სული. თუ მამას ეტყვით, რომ მნახეთ და დამელაპარაკეთ, გადავრჩებიო.
მეორე დღეს ხელმწიფემ ბრძანა, უფლისწული მომგ- ვარეთო.
— გიშველა ფულმა? მოახერხე ჩემს ქალთან ლაპარაკიო? — ჰკითხა ხელმწი-ფემ.
— დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, მოვახერხეო! — უპასუხა ჭაბუკმა.
— რაო? შენ გინდა თქვა, თითქოს ჩემს ქალს ელაპარაკეო?
— ჰკითხეთ თქვენს ასულსო, — მიუგო უფლისწულმა.
იხმეს ხელმწიფის ქალი. ქალმა მამას უამბო, ჭაბუკი ვერცხლის ბატში იჯდა, თქვენი ბრძანებით რომ შემოიტანეს კოშკშიო.
ხელმწიფემ გვირგვინი მოიხადა და ჭაბუკ უფლისწულს დაადგა თავზე.
— შენ მარტო ურიცხვი სიმდიდრის პატრონი კი არ ყოფილხარ, თურმე ჭკუ-აც გიჭრის. გაძლევ ჩემს ასულს, იყავით ბედნიერიო, — დალოცა ხელმწიფემ შვილი და უფლისწული.
გენუა

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button