![სულხან-საბა ორბელიანი – შავარდენი და წერო](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/10/სულხან-საბა-ორბელიანი--შავარდენი-და-წერო.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – შავარდენი და წერო
წეროს შავარდენი მოვუტივე. შეიპყრა და ქვე ჩამოიღო. მიველ, ვნახე: შავარდენს თავი აღარ ება.
ვთქვი: ნუთუ წერომ მოსწყვიტა-მეთქი! ვძებნე და ვერ ვპოვე. რა შავარდნის ქუდი ვნახე, შიგ იდვა.
თურე მოტევებაში ქუდის საფხუწი ვერ მოვუფონე და ძლიერ გამექნივა; გაგდებაში თავი მომეწყვიტნა.
შავარდნის სიკეთემ ეგოდენი მისტანა, უთავომ წერო შეიპყრა და მერმე მოკვდა.