ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

Opera GX — მსოფლიოში პირველი გეიმინგ-ბრაუზერი

Opera უკვე რამდენიმე წელია ექსპერიმენტებს ატარებს ბრაუზერის სხვადასხვა ვერსიაში და ახდენს განსხვავებული ვარიანტების ტესტირებას. წარმოდგენილი იყო ბრაუზერი Neon უჩვეულო ინტერფეისით, აგრეთვე Reborn 3 – Web 3-ის მხარდაჭერით, კრიპტოსაფულითა და სწრაფი VPN-ით. ამჟამად კი კომპანია ამზადებს გეიმინგ-ბრაუზერს სახელად Opera GX.

ახალი ბრაუზერის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად პროგრამას ექნება სინქრონიზაციის ფუნქცია RGB-განათებასთან, რაზეც მიანიშნებს ვებ-გვერდზე განთავსებული ბანერი. სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროგრამა გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება ონლაი-თამაშებისათვის. ცხადია, საუბარია Unity-ზე დაფუძნებული პროექტებზე.

ბრაუზერის ტესტირება მალე დაიწყება, პროგრამაში ჩართვის ადრეული წვდომის მისაღებად საჭიროა ვებ-გვერდზე დარეგისტრირება. დიდი ალბათობით, ეს იქნება გარკვეულწილად Google Chrome-ის ანალოგი, რომელიც მოქმედებს პროექტ Google Stadia-ში. ტექნოლოგიური კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ cloud-თამაშებს, ამიტომ თამაშებზე ორიენტირებულ ბრაუზერს დღესდღეობით განსაკუთრებული პერსპექტივები აქვს.

ბრაუზერები უკვე დიდი ხანია კომპიუტერების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენენ. უამრავი ვებ-სერვისის წყალობით ისინი გვევლინება, როგორც სატესტო, გრაფიკული, აუდიო- და ვიდეორედაქტირების საშუალება. ასე, რომ Opera GX დიდ ინტერესს იწვევს – იქნება თუ არა წარმატებული ჩაფიქრებული ვერსია.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button