გართობაისტორიაუცნაური

ყველაზე უცნაური ავიაბომბი ისტორიაში

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არის სულელური ხუმრობა, მაგრამ ეს რეალობაა: ამერიკელები იყენებდნენ თეთრ უნიტაზს როგორც ავიაბომბს ვიეტნამის დაბომბვის დროს. ცნობილი როგორც “Toilet Bomb” მოხვდა ფოტოსესიების ცენტრში და შევიდა ამ საშინელი ომის ისტორიაში.

f7cb3d350feb
როდესაც დაიწყო ვიეტნამის ომის, თვითმფრინავები А-1 Skyraider ჯერაც იყვნენ ძირითადი ამერიკული მოერიშეები ბევრ ავიამზიდზე. ისინი რეგულარულად უტევდნენ სტრატეგიულ პუნქტებს ვიეტნამში.

ერთ-ერთ ასეთ თვითფრინავს შეემთხვა გასაოცარი ისტორია – არამხოლოდ უცნაური, არამედ სასაცილოც. მეთაურ კლარენს ჯ. სტოდარდს VA-25-ის “ფლოტის მუშტის” ესკადრიილიდან მისი თვითმფრინავის ფრთას მიაბეს ისტორიაში ყველაზე უცნაური ბომბი.

58c8f333b864

ეს მოხდა 1965 წლის ოქტომბერში სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში ავიამზიდ “მიდუეის” ბორტზე. მასზე ბაზირებადი VA-25-ის ესკადრილიამ იმ დროს მოასწრო მტერზე 6 000 000 ფუნტის საბრძოლო მასალის ჩამოგდება. ამ მოვლენის აღსანიშნავად საიდანღაც მოიტანეს უნიტაზი, მისთვის გააკეთეს კარკასი და მიაბეს თვითმფრინავის ფრთას. ის მიაბეს ჩვეულებრივი ბომბების გვერდით. ეს ყველაფერი ხდებოდა მეთაურობის ზურგს უკან.

6897cf7351e6

მეკონგის დელტის რაიონში – სამიზნეზე ყოფნისას, სტოდარდმა მეთაურს წაუკითხა საბრძოლო მასალების სია, რომელთა შორისაც დაასახელა “სპეცნაკეთობა”. უნიტაზი წარმატებით იქნა ჩამოგდებული მტერზე. ავიამზიდზე მაინც მოასწრეს უცნაური ბომბის შემჩნევა და მისთვის ფოტოების გადაღება. ამის შემდეგ ხშირად დადიოდა ხუმრობები ამერიკელების მიერ ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე.
b48ebe487a51

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button