ასტროლოგიაისტორიამეცნიერება

იოჰანეს კეპლერი – კაცი, რომელმაც ასტრონომიაში რევოლუცია მოახდინა

უმეტეს ჩვენგანს, სახელი „კეპლერი“ გვახსენებს კეპლერის სივრცულ ტელესკოპს, NASA-ს თვალებს ღრმა სივრცეში. აქამდე, მას აღმოჩენილი აქვს 4696 ეგზოპლანეტარული კანდიდატი, რომელთაგან 1031-ის არსებობა დადასტურდა. კეპლერის ტელესკოპი საოცარია, და სწორედ იოჰანეს კეპლერის გამო ჰქვია მას ეს სახელი. David K. Love, სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრი, ბრწყინვალედ აღწერს კეპლერის ცხოვრებას და პრინციპულ აღმოჩენებს აკეთებს საკუთარ წიგნში „კეპლერი და სამყარო: როგორ მოახდინა ერთმა ადამიანმა რევოლუცია ასტრონომიაში.“

მეთექვსმეტე საუკუნე ძალიან საინტერესო იყო ასტრონომიისთვის. საუკუნეების შემდეგ არისტოტელიანულ გეოცენტრულმა კოსმოლოგიამ გაიმარჯვა. იდეა, რომ ყველა ზეციური სხეული ბრუნავდა დედამიწის გარშემო სრულყოფილი წრიული ტრაექტორიით, გახდა სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალა. მაგრამ დაკვირვებებმა მხარი არ დაუჭირა ამ თვალსაზრისს, რამაც აიძულა ნიკოლაუს კოპერნიკი ევარაუდა 1543 წელს, რომ სამყარო ჰელიოცენტრული მოდელია, ხოლო მზე მისი ცენტრია.

კოპერნიკის თვალსაზრისი არ იყო მარტივად გასაგები და დასაჯერებლი. დედამიწის დეცენტრაცია ვარაუდობდა, რომ ადამიანი არ იყო სამყაროს ცენტრი და ამიტომ არ იყო ღმერთის მიერ გამორჩეული სახეობა. ჰელიოცენტრული მოდელი იქნა დაგმობილი რომანული კათოლიკური ეკლესიის მიერ როგორც ერეტიკული და კრიმინალური იდეების ხელშეწმყობი. იდეა იყო მხოლოდ 28 წლის, როდესაც იოჰანეს კეპლერი დაიბადა, 1571 წლის 27 დეკემბერს ვაილ-დერ-შტადტში, რეგენსბურგში, თანამედროვე გერმანიის ქალაქში.

მან ასტრონომიისადმი სიყვარული ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა. ის აკვირდებოდა დიდ კომეტას 1577 წელს, როდესაც 6 წლის იყო და ნახა 1580 წელს მთვარის დაბნელებას.  ამ მოვლენებმა გამოიწვია მისი ცნობისმოყვარეობა მეცნიერებისადმი, და აირჩია ის რელიგიის ნაცვლად. გაიზარდა ლუთერანულად, სწავლობდა თეოლოგიას ტუბინგენის უნივერსიტეტში. სწორედ აქ გაეცნო კოპერნიკის იდეებს, არ შეაშინა მისმა წინააღმდეგობრივმა ბუნებამ, და გადავიდა თეოლოგიიდან მათემატიკისა და ასტრონომიის შესაწვლაში ავსტრიაში, გრაცში.

1600 წელს გადავიდა პრაღაში Tycho Brahe-თან სამუშაოდ, ასტრონომთან, რომელიც იყო პიონერი გეოჰელიოცენტრული მოდელის განხილვაში, სადაც არა მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო, არამედ ყველა სხვა პლანეტა ბრუნავს მზის გარშემო. 1601 წელს ბრაჰემ სიკვდილამდე დაავალა კეპლერს გაეანალიზებინა შეუსწავლელი დაკვირვებები. გარდაცვლილი კოლეგის მონაცემების განხილვის შედეგად, კეპლერმა აღმოაჩინა რომ მარსის ორბიტა ელიფსის ფორმისაა, და არა მრგვალი. ეს აღმოჩენა გამოქვეყნდა 1609 წელს Astronomia Nova-ში, სადაც საუბრობს პლანეტალური მოძრაობის პირველ კანონზე: ყოველი პლანეტის ორბიტა ელიფსია, რომლის ერთ-ერთ ფოკუსში მოთავსებულია მზე. აქვე მეორე კანონიც: ყოველი პლანეტის რადიუს-ვექტორი დროის თანატოლ შუალედებში თანატოლ ფართობებს შეამოწმებს.

1612 წელს კეპლერი გადავიდა ლინცში, და შვიდი წლის შემდეგ გამოაქვეყნა Harmonices Mundi. მოგვიანებით მან პლანეტალური მოძრაობის შესახებ მესამე კანონი შეიმუშავა: პლანეტების გარშემოქცევის პერიოდთა კვადრატების შეფარდება ორბიტის დიდი ნახევარღერძების კუბებთან მუდმივი სიდიდეა.

პლანეტალური მოძრაობის სამი კანონის შემუშავებით, კეპლერი გახდა ცნობილი მთელს მსოლიოში. მისი წვლილი ასტრონომიაში დიდია. მისი 1604 წელს დაარსებული Astronomia Pars Optica დაფუძნებულია თანამედროვე ოპტიკით, რომელიც აღწერს ადამიანის თვალში მომხდარ რეფრაქციებს და გვაძლევს ინფორმაციას, რომელი ორი თვალი გვაძლევს სიღრმისეულ აღქმას.

მის 1615 წლის ნაშრომში Stereometrica Doliorum-ში მოცემული იყო ინტეგრალური აღრიცხვის საფუძველი. ის ასევე ერთ-ერთ პირველი იყო, ვინც ვარაუდობდა, რომ მზე ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო.

კეპლერის ცხოვრება და პირობები, რომელმაც მას უდიდესი აღმოჩენებისკენ უბიძგა, ქრონოლოგიურად არის აღბეჭდილი Love-ის მიერ დაწერილ წიგნში, რომელიც აქცენტს აკეთებს მეცნიერებაზე რელიგიისა და სხვა პირადი ელემენტების დამცირების გარეშე, რომელმაც გავლენა იქონია კეპლერის ცხოვრებაზე. „კეპლერი და სამყარო“ არის ხელმისაწვდომი ნამუშევარი, რომელიც მოიცავს არამარტო ასტრონომიას, არამედ ისტორიას, სივრცის შემსწავლელ მეცნიერებს და სხვა. წიგნი 200 გვერდია, საკმაოდ მოკლეა, რომელიც საუკეთესო წასაკითხია თვითმფრინავით მგზავრობისას.

წყარო: doctrina.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button