
იგავ-არაკი
სულხან საბა ორბელიანი – მეფე და სიკვდილი
ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო!
მოიმზადა აბჯარი და ხრმალ-დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა.
რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭურველი ახლოს დაიწყო. რა შეწუხდა, ხელი ხრმალს მიჰყო, ვეღარ ამოიღო.
აგინა სიკვდილსა და უთხრა: ეგ რა მამაცობა არისო? კაცს პირველ ღონეს წაართმევ და მერმე მოჰკლავო. თუ გულოვანი ხარ, პირისპირ შემებიო!