იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – მეპატრონე და მემარნე


ერთი მეპატრონე შევიდა მარანსა თვისსა ნახვად ღვინისა. ნახა ქვევრის პირსა ერთი ჯამი იდგა. ჰკითხა მემარნესა: 

– რად დგას ჯამი ესე აქა? 

მან მოახსენა: რაოდენჯერ შემოვალ თითოს ამით ღვინოს შევსვამო. 

ეწყინა მეპატრონესა და ეგრე თქვა: ჩემი ღვინო ამა კაცსა აუოხრებიაო. 

და ერთი კაცი სხვა დაუყენა თავსა, რომე მაგოდენს ღვინოს ნუ ასმევო. 

მეორეზე რა შევიდა მარნად, ნახა ორი ჯამი იდგა ქვევრთან. ჰკითხა მემარნესა: ეს რა უნდა იყოსო? 

მან მოახსენა: ერთი ჩემია, რომლითა ვსვემდი და მეორე მაგ ჩემს ამხანაგს მოუნდება, ახლა რომე დამიყენეო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button