
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ღვინისფერო მდინარევ!
მიდიოდი ველად, როგორც
ღვინისფერი მდინარე,
რომ მოვედი სიახლოვეს,
თავი მოიმკვდინარე.
გაიღვიძე! – გულზე გედვა,
რაც არაფერს აქ არ ჰგავს;
ერთი შენი გამოხედვა
ათას ხედვას დაკარგავს.
მიდიოდი ველად, როგორც
ღვინისფერი მდინარე,
რომ მოვედი სიახლოვეს,
თავი მოიმკვდინარე.
გაიღვიძე! – გულზე გედვა,
რაც არაფერს აქ არ ჰგავს;
ერთი შენი გამოხედვა
ათას ხედვას დაკარგავს.