
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ყორანი
ყოველთვის მგონია: გადიფრენს ყორანი
და სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში;
თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი,
წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი).
ყოველთვის მგონია: ჩემს სახელს ნაცნობი
აჩრდილი თან დასდევს სისხლიან ხელებით,
უცნობებს ეძახის ფარული ხველებით –
და მე კი თვალს მიხვევს ალერსით და ძმობით.
ყოველთვის მგონია, რომ სცივათ ნაპრალებს
და როცა ბნელ ღამით ბინაში ვბრუნდებით –
ის მიცდის კარებთან მათხოვარ-ქურდებით:
ტირილით წარსულში ვიღაცას მაბრალებს!