პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე შემოდგომის დილა

ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა,
დილით სიცივე იყო ფარული,
ჰბერავდა ქარი მადათოვიდან,
როგორც სიკვდილი და სიყვარული.

მაგრამ მზეც იყო რბილი და მკრთალი.
სიყვითლე, ნება ხეთა კვდომისა,
მე პოეზიით ვიყავი მთვრალი,
დღე იყო ისევ შემოდგომისა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button