ოსიყმაშვილი-ოსიძე (ქართული გვარ – სახელები)
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ოსიყმა.
სახელი რთული შემადგენლობისაა – ოსი+ყმა. აქ ოსი ან ეთნონიმია ან იოსების შემოკლებული ფორმა.
ამავე ძირისაა გვარები: ოსიძე, ოსიაშვილი, ოსაძე.
სოფელ ღოუბნიდან ჩამოსული ოსიყმეს შემდეგ, 1817 წლიდან, კოდაში ჩნდება გვარი ოსიყმაშვილი.
„ქართველების სომხურ სარწმუნოებაზე გადასვლის მთავარ მიზეზად მიჩნეულია, ბატონყმობისგან თავის დაღწევის მიზნით, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონე ყმა-გლეხობის თბილისში გაქცევა. მაგალითად, ვინმე ვარა ოგანეზოვა ამბობს: „მე ვარ ოსიყმაშვილი. ჩემი მამა-პაპა გამოქცეულა, ქალაქში ოსეთის მხრიდან ჩამოსულა. მათ ბატონის შიშით გვარი გამოუცვლიათ. ჩემი პაპის პაპა ოგანეზოვად ჩაწერილა, თუმცა, სომხური არ სცოდნია.”
საქართველოში 255 ოსიყმაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 127, გარდაბანში – 93, რუსთავში – 15. არიან სხვაგანაც.
[/i][i]აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
წყარო