ქართული გვარები

თეგეთაშვილი (ქართული გვარ – სახელები)

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტეგა, თეგო, თეგათა.

სოფელ წვერში დროებით ვალდებულ გლეხად აღნიშნულნი არიან ელიზბარ, გაბრიელ, გიორგი, საბა და ვანო თეგეთაშვილები.

1817 წელს გვარი თეგეთაშვილი მოიხსენიება ზირბითში.

კოდაში მცხოვრები პაპუნა თეგეთაშვილი 1826 წელს ნათლავს შვილს.

საქართველოში 130 თეგეთაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 53, გარდაბანში – 33, თეთრი წყაროში – 20. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


წყარო

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button