ქართული გვარები
ლომიტაშვილი (ქართული გვარ – სახელები)
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლომიტა.
ნადირა ლომიტაშვილი მოიხსენიება 1605 წლის ობოლაშვილის ნასყიდობის წიგნში, რომელიც რევაზ ნამურაძისთვის მიუციათ.
საქართველოში 433 ლომიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 175, თბილისში – 111, გორში – 34. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
წყარო