ქართული გვარები
მაკარაშვილი (ქართული გვარ – სახელები)
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაკარი.
დიდი საყდრის წინამძღოლი მაკარი მოხსენიებულია ბაგრატ მეფის მიერ იოსებ ფაჩულიძისთვის მიცემული მთავარანგელოზის ეკლესიის წყალობის წიგნის მტკიცებით ნაწილში.
თაყა ბარათაშვილის ყმა, ივანე მაკარაშვილი, მოწმეა ნარაუთის მამასახლისის მარქარასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა.
ნოჯიკეთში მცხოვრები მაკარაშვილი, ვამეყ და სარო შებურიძეებმა საკანონოდ შესწირეს მცხეთის საყდარს, მარკოზის კათალიკოსობის დროს.
საქართველოში 428 მაკარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 201, მცხეთაში – 93, გარდაბანში – 73. არიან სხვაგანაც.