
სხვადასხვა
ზუმბულიძე – ზუმბულაძე (ქართული გვარ – სახელები)
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუმბულა, ზუმბული.
1871 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო ალექსანდრე ზუმბულაძე.
საქართველოში 299 ზუმბულიძე ცხოვრობს: გორში – 168, თბილისში – 104, ხარაგაულში – 7. არიან სხვაგანაც.