
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შენ მოელოდი – არა? ..
შენ მოელოდი – არა?
ისიც მოვიდა – არა?
შენც გაგიხარდა – არა?
მასაც, გამხნევდა – არა?
ერთად წახვედით – არა?
შენ მას ჰკოცნიდი – არა?
მაშ, რაში არის საქმე,
სთქვი, ქალბატონო, კმარა!
მაინც უარობ? განა,
ასეთი არის ხანა…