პოეზია

ვილე ჰიუტონენი – * * არც ადგილი მახსოვს არც საკუთარი თავი

(მთარგმნელი: ნიკა ჯორჯანელი)

არც ადგილი მახსოვს არც საკუთარი თავი
შესაძლოა ეს იყო ნავსადგურის ეკლესია ან რაღაცა
სატრანსპორტო კანტორა

კარჭაპი გადის
სასაზღვრო მდინარეზე, მე სიყვარულისთვის ყველაფერი
გამომიკლია: გაუია, რომლის წყალშიაც მოგზაურობს სისხლის წვეთი
ღვიძლის კიბო და ციროზი, კრიალა აბსტრაქტული ლითოგრაფიები
გვერდზე გაელვებულ ლატვიურ ეკლესიებში, ქალიშვილები
შუბლზე შეჭრილი თმით რადიო ცათამბჯენები
შერეული ტექნიკა, სხვადასხვა ტექსტურის
ავადმყოფური აქცენტირება

ქილა შპროტი, რომლის ჭამასაც
დღეს ვაპირებ, გაზეთშია გახვეული

ისევ ვხედავ ეკლესიას…… ჩემს გარდაცვლილ მეგობარს
ვხედავ ფანჯრიდან სკამს გემბანზე… მამაჩემს
…საოპერაციოებს, რომლებშიც მღერის ძვლების მჭრელი ხერხი
…შენ რომ აქ ყოფილიყავი…… ტაძარი იქნებოდი
…ჭანჭიკები ფამფალებს… ჩემი საკუთარი თავის
ხატად გაგხდიდი… ტაძარი იქნებოდი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button