პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შორი ყინული კავკასიონის
გააფთრებული ქაფი რიონის.
ცაზე აცურდნენ ლურჯი ტივები.
შორი ყინული კავკასიონის
ნათლდება როგორც ნეგატივები.
გააფთრებული მდინარე ყვირის,
ის ელოდება შხამიან წარბას,
და ნანგრევები მარადის პირის
უკვდავებაში პოულობს დარბაზს.