
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შორს იალქნები სჩანან
შორს იალქნები
სჩანან ზეფირად.
ზღვას და მეზღვაურს,
მოგზაურთ ხმაურს –
და აურ-ზაურს
ვიცნობ ზეპირად.
შავი ზღვის პირად
შენ იდექ მწირად:
გეტყოდა ტალღა:
წავიდეთ ძირად.
მაგრამ, აჰ, შველა:
შორს ცისარტყელა
გაჩნდა და ელავს
შავი ზღვის პირად.
შორს იალქნები
ჰქრიან ზეფირად.