
ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შუქი
გააპე ბნელი, ნაცვლად ნათელი გადმოაფინე
დაჩაგრულ მხარეს,
რომ ნათლით შენით, გვირგვინით მშვენით,
ანუგეშებდე ტანჯულ-მწუხარეს!
რომ ჩვენი ბედის დიდი იმედის დიდება ჩანდეს
შარავანდედად,
გააპე ბნელი, ნაცვლად ნათელი მოგვფინე, შუქო,
სახსნელ იმედად!