ფილოსოფია

ილია ნიკაჭაძე – აინ რანდი, ქალი რომელმაც შეცვალა სამყარო

მე უნდა ვწერო არა იმაზე, თუ როგორები არიან ადამიანები, არამედ როგორები უნდა იყვნენ.

დაიბადა 1905 წლის 2 თებერვალს ეკატერინბურგში ებრაელი ვაჭრის ოჯახში. ნამდვილი სახელი და გვარია ალისია როზენბაუმი. წერა–კითხვა 4 წლის ასაკში ისწავლა, განსაკუთრებით იტაცებდა ვიქტორ ჰიუგო. 10 წლის ასაკში გადაწყვიტა მწერალი გახდარიყო. მისი დამოკიდებულება მწერლობისადმი შემდეგი იყო: “მე უნდა ვწერო არა იმაზე, თუ როგორები არიან ადამიანები, არამედ როგორები უნდა იყვნენ”. მას შემდეგ რაც მოისმინა კომუნისტური დოქტრინა: “შენ უნდა იცხოვრო სამშობლოსთვის”, მას შემდეგ მისი ცხოვრება მიზანი ამ კონცეფციის სიცრუის დადასტურებად იქცა.

1921–24 წლებში სწავლობდა ლენინგრადის უნივესიტეტში ისტორიის სპეცილობით. რის შემდეგაც გარკვეული დრო დაკავებული იყო მუზეუმში გიდის საქმიანობით.

21 წლის ასაკში პირველად დადგა ფეხი ამერიკის მიწაზე, შეიარაღებულმა საბეჭდი მანქანით (რომელსაც სულ თან დაატარებდა), მცირეოდენი ჯიბის ფულითა და პირადი ნივთებით (მან ინგლისურიც კი არ იცოდა). სწორედ ამ პერიოდში აიღო ფსევდონიმად “რანდი”, საკუთარი საბეჭდი მანქანის მწარმოებელი ფირმის “Remington Rand ” სახელწოდებიდან.

გარკვეული დროით ჩიკაგოში ყოფნის შემდეგ, ჰოლივუდს მიაშურა სადაც 1929 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე მსახიობი ფრენკ ო’კონორი რომლის დახმარებითაც 1931 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.

1936 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი “ჩვენ ვცოცხლობთ” რომელიც კიცხავდა ტოტალიტარულ სახელმწიფოს და მათ ვინც თავს სწირავდნენ ამ სახელმწიფოს სახელით. ეს რომანი “ობიექტივიზმის ფილოსოფიის საფუძვლების” პირველ მანიფესტაციად იქცა. 1939 წელს ამ რომანის მიხედვით აინ რანდმა პიესაც შექმნა.

1939 წლიდან რანდი იწყებს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს რომანზე “წყაროსთავზე” მუშაობას, რომელსაც 4 წლის განმავლობაშ წერდა. იყო შემთხვევებიც როდესაც ის წერის პროცესში 13 საათს ყოველგვარი შესვენების გარეშე, ატარებდა საბეჭდ მანქანასთან. “წყაროსთავის” გმირი ჰოვარდ რორკი გახდა რანდის ფილოსოფიური შეხედულებეის გამოხატვის საშუალება.

რომანის მთავარ გმირს ჰოვარდ პორკს საზოგადოებასთან საკუთარი შემოქმედებითი თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა და არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რაც მის ხასიათსა და მიზანსწრაფვას წრთობს. ავტორი ადამიანის ეგოს კაცობრიობის პროგრესის წყაროდ მიიჩნევს, ხოლო პირადი ინტერესებით მოქმედებას – უმაღლეს სათნოებად.

“გზა ყველა დიდი აღმოჩენისკენ ინდივიდუალიზმსა და ნებაყოფლობით თანაშრომლობას ეფუძნება”

რომანს საფუძვლად კეთილისა და ბოროტის ბრძოლა უდევს, სადაც რორკი სიკეთეს განასახიერებს, ბიუროკრატიული სიტემა – კი ბოროტებას. “წყაროსთავი” დაიბეჭდა 1943 წელს და 1945 წლისთვის მისი ამერიკის ნაციონალური ბესცელერებში მოხვედრის რაოდენობა 26 უტოლდებოდა. დღემდე გაყიდულია “წყაროსთავის” ოთხმილიონამდე ეგზემპლარი.

აინ რანდის შემოქმედების ჩამონათვალი:

1936 წელი – “ჩვენ ვცოცხლობთ”
1938 წელი – “ჰიმნი”
1943 წელი – “წყაროსთავავი”
1957 წელი – “მხარგაშლილი ატლანტი”
1961 წელი – “ახალი ინტელექტუალებისთვის”
1964ვ წელი – “სიკეთისმოქმედი ეგოიზმი”
1982 წელი – “ფილოსოფია – ვისთვის არის აუცილებელი”

უკანასკნელი 40 წლის ინტერვალში, რანდის ამ 7 რომანის, 20 მილონამდე ეგზემპლარი გაიყიდა.

რანდის ორ ძირითადი ნაშრომად ითვლება “წყაროსთავავი” და “მხარგაშლილი ატლანტი”. თუმცა თავდაპირველად საგამომცემლო საქმის ექსპერტები უარს ამბობდნენ მათ დაბეჭდვაზე, რადგან “ზედმეტად ინტელექტუალური”, “არა ფართო მასებზე ორიენტირებულად” მიაჩნდათ.

“არ არსებობდა კოლექტიური მიღწევა, არც არსებობდა და არც არასდროს იარსებებს. არ არსებობს კოლექტიური ტვინი”

1946 წელს რანდმა დაწერა “მხარგაშლილი ატლანტის”. პირველი ხაზი: “ვინ არის ჯონ ჰოლტი” და შემდეგ კი 12 წელი დასჭირდა ამ კითხვაზე ფილოსოფიური დიალოგების საშულებით, პასუხის გასაცემად. იმისთვის რომ დაეწერა ცდობილი სიტყვა ჯონ ჰოლტის 2 წელი დასჭირდა. რანდი არავის აძლევდა უფლებას მისი პერსონაჟების დიალოგებიდან თუნდაც ერთი სიტყვა ამოეღოთ.

რომანი ახლებურად სცემს პასუხებს კითხვებს: რა უნდა ვაკეთოთ და ვინ არის დამნაშავე? მისი გმირები მიზანმიმათული ადამიანები არიან, რომლებიც სათანადო პასუხისმგებლობასაც არ გაურბიან და თავისი მაგალითით სანიმუშონი არიან.

“მხარგაშლილი ატლანტი” კაპიტალიზმის მორალური დაცვისკენ არის მიმართული. ეს იმდენად რომანი არ არის, რამდენადაც ეპიკური მითი, რომელიც ხსნის კოლექტივიზმის ფილოსოფიურ შეცდომებს. ჯონ ჰოლტი ცნობილი სიტყვებით:

“მე არასდროს ვიცხოვრებ სხვისთვის და არავის მოვთხოვ იცხოვროს ჩემთვის”

მას არასდროს აწუხებდა საკითხი ეწვეოდა, თუ არა პოპულარობა, საკითხი შემდეგნაირად იდგა როდის მოხდებოდა ეს.

კარიერა აინ რანდის ცხოვრებაში ყოვეთვის დიდი ადგილს იკავებდა. მას არ ქონდა სურვილი ჰყოლოდა შვილები, დროის უქონლობის გამო. იმისთვის რომ აეხდინა ნანატრი ოცნება მან შესწირა ყველაფერი: თავისი ოჯახი, ქმარი… იმისთვის რომ აეხდინა ბავშვობის ნატვრა და შეექმნა სუპერმენის მსგავსი იდალური გმირები…

რანდისთვის არსებობდა მხოლოდ კარგი და ცუდი, მისთის იუღებელი იყო კომპრომისი და ყველაფერი შუალედური. ადამინების დამოკიდებულებაც მისი შემოქმდების მიმართ სწორედ ასეთი იყო. ის ან მოწონდათ, ან არ მოწონდათ, მის მიმართ გულგრილს ვერავის ნახავდით…

თავისუფლება ან სიკვდილი

ობიექტივიზმს როგორც ფილოსოფიურ მოძღვრებას სათავე აინ რანდმა დაუდო და რომელიც მეტაფიზიკის, ეპისტომოლოგიის, ადამიანის ბუნების, ეთიკის, პოლიტიკისა და ესთეტიკის საკითხებს თავისებურ გააზრებას გვთავაზობს. ამ მოძღვრების მიხედვით რეალობა გონების დამოუკიდებლად არსებობს. ადამიანები რეალობასთან გრძნობითი ორგანოებით ურთიერთობენ და მის შესახებ ობიექტურ ცოდნას აღქმულის მიხედვით აყალიბებენ. როდესაც რანდს სთხოვეს, რომ ორიოდე სიტყვით ჩამოეყალიბებინა ობიექტივიზმის ფილოსოფია, მან ის შემდეგნაირად განსაზღვრა:

1. მეტაფიზიკა: ობიექტური რეალობა;
2. ეპისტომოლოგია: გონება;
3. ეთიკა: პირადი ინტერესი;
4. პოლიტიკა: კაპიტალიზმი

მისივე სიტყვებით, ეს ყოველივე უბრალო ენაზე შემდეგს ნიშნავს:

1. ბუნება რომ მართო, უნდა დაემორჩილო;
2. შენ შეგიძლია მიირთვა შენი ორცხობილა და ფლობდე მას;
3. ადამიანი თავისთავად მიზანია;
4. თავისუფლება ან სიკვდილი.

აინ რანდის მიხედვით სწორედ ამ მიდგომების საფუძველზე ყალიბდება „ობიექტივიზმის“ ფილოსოფია, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტს ერგება და იდეალური ადამიანის შესახებ ერთადერთ ჭეშმარიტ მოძღვრებას წარმოადგენს.

ხშირად ამბობენ, რომ მის გარეშე აშშ შესაძლოა ისეთივე წითელი ყოფილიყო, როგორც იმდროინდელი ევროპა.

გარდაიცვალა 1982 წელს ნიუ–იორკში. დღეს მისი სახელობის გაერთიანებები თითქმის ყოველ ამერიკულ უნივერსიტეტშია, ხოლო მის მემკვიდრეობას რამდენიმე კველვითი ცენტრი (მაგ., “აინ რანდის საზოგადოება”, “ობიექტივიზმის ცენტრი”, “ატლასის საზოგადოება”)

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button