პოეზია
გოგი ნარეკლიშვილი ის ეთერიდან მოჰქრის მშვილდივით
ის ეთერიდან მოჰქრის მშვილდივით
შხამი იფრქვევა ცხელი ბაგიდან
ქარი შლეგივით მთებში გასწივის
და როიალიც კვნესით აკივლდა
დანტეს ჯოჯოხეთს წაჰგავს ქვეყანა
ჯაჭვით დამბული გმინავს ცერბერი
ცეცხლის წვიმები ვარდება ალად
კაცი აღარ ჩანს შენი მძებნელი
შენ დედოფალო მაგიურ სარკის
მიღმა ხარ შორად გადაკარგული
სული ოცნების კოშკებს ააგებს
რომ კვლავ იპოვოს სხვა სიყვარული.