პოეზია

გოგი ნარეკლიშვილი შურით შეშლილმა ნიმფამ დაგწყევლა

შურით შეშლილმა ნიმფამ დაგწყევლა

და ვერც სხეული იპოვა შენი

სული ვით ციდან გამკრთალი ელვა

ახლაც უწრფელეს სიყვარულს მღერის

კამკამა წყაროს გრძნობით აღვსილი

უცქერდი შენივ ღვთიურ ანარეკლს

ახლაც იმავე ნათელს ასხივებ

შუქს რომ მოაფრქვევს გაბადრულ მთვარეს

სამარის ნაცვლად თოვლში ყვავილი

დარჩა მარადის უკვდავსაყოფად

ეს ტრაგედია შეატკბობს ღვინოს

სხვა სილამაზის უარსაყოფად

ასე ნარცისი ქრება უკვალოდ

ეძებენ, მაგრამ პოვებენ ვეღარ

პოეტი მხოლოდ მას თუ უგალობს

და მისტერიულ ზარებსაც რეკავს.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button