კულინარიალაიფჰაკირჩევებისასარგებლო

როგორ მივხვდეთ, საკვები პროდუქტი ახალია თუ ძველი?

🔴 დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის 70% ასე არკვევს საკვების ვარგისიანობას:

სიტუაცია სუპერმარკეტში

👱🏻‍♀️ მომხმარებელი: უკაცრავად, ლობიანი ახალია? (არადა, სუპერმარკეტებში ყოველთვის საათობრივი ვადა აწერია საცხობ პროდუქციას)

👩🏻‍🦱 კონსულტანტი: დიახ, ახალია.

სიტუაცია ბაზარში

👱🏻: ქალბატონო, ყველი ჯანსაღია?

👵🏼: კარგი რა, შვილო?! რას მეუბნები?! იცი, რომ ამას ჩემ შვილიშვილებს ვაჭმევ?!

უბნის მარკეტი

👩🏻: თინიკო, ეს ფუნთუშა როდინდელია?

🧓🏼: დილით მივიღე, შვილებს ვფიცავარ.

მოკლედ, ვისწავლოთ ერთად ახალი და ძველი პროდუქტის ამოცნობა!

მაშ ასე!

კვერცხი 🥚

– უნდა ინახებოდეს მაცივარში, უნდა იყოს ქარხნული და რაც მთავარია, ახალი. ე.წ. სოფლის კვერცხში ხშირია სალმონელას ბაქტერიების არსებობა. ❗️კვერცხს ოთახის ტემპერატურაზე მხოლოდ 4 საათიანი შენახვის ვადა აქვს. სახლში რომ მიიტანთ, აიღეთ 1 ცალი კვერცხი და ჩადეთ წყლით სავსე ჯამში. ახალი კვერცხი ჩაიძირება, ძველი – ზედაპირზე დარჩება.

ხორცი 🥩

– უნდა იყოს სასაკლაოზე დაკლული, უნდა ასდიოდეს რძის სუნი, ჰქონდეს ხასხასა წითელი ფერი და თითს რომ ჩააჭერთ, ღრმული მომენტალურად უნდა ივსებოდეს. მოითხოვეთ ფორმა N2, რომ გაერკვეთ ხორცის წარმოშობაში.

ტორტი და ნამცხვარი 🍰

– აუცილებელია, რომ ნებისმიერი კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი ინახებოდეს მაცივარში. თუ ტორტში/ნამცხვარში გამოყენებულია მოხარშული კრემი, მას მხოლოდ 6 საათიანი შენახვის ვადა აქვს, თუნდაც სამაცივრე დანადგარში!

თევზი 🐟

– სავალდებულოა, ან საყინულეში, ან ყინულის ნატეხებზე დალაგებული იყიდებოდეს. უნდა ჰქონდეს ზღვის მკვეთრი სურნელი, და ხელში რომ დაიჭერთ, მკვრივი უნდა იყოს და არ უნდა იხრებოდეს მარტივად. ასევე, თვალს დააკვირდით. თევზის თვალი თუ ამღვრეულია, ის ძველია. გახსოვდეთ, თევზით მოწამვლა ძალიან რთულად გადასატანი ამბავია…

ხილი და ბოსტნეული 🍑🥬

– ამის მიხვედრა მხოლოდ ერთი თვალის შევლებითაცაა შესაძლებელი. ახალი ხილი და ბოსტნეული ყოველთვის ჯანსაღად გამოიყურება. მხოლოდ, დააკვირდით შენახვის პირობებს.

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button