ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს!

ესაო, ისაო, აქაოდა გენდერული თანასწორობაა, ქალი ან კაცი კი არა – ადამიანიო! ბიჭი ან გოგო კი არა – ახალგაზრდაო! დედა ან მამა კი არა – მშობელიო! კაცმა ქალს ტრანსპორტში ადგილი არ უნდა დაუთმოს, თორემ ეწყინებაო! ქალი და კაცი რა განსხვავებააო?! ეს რომ კახელს უთხრეს,
– გაჩუმდი, თორემ განსხვავებას ამოვიღებ და სულ შუბლში გირტყამო! – შეპირებია. ხუმრობა იქით იყოს და, მე მაინც ქალს დაგიძახებთ, მე მაინც გოგოს დაგიძახებთ, მაინც დედას დაგიძახებთ, ტრანსპორტშიც ადგილს დაგითმობთ, გეთაყვანებით და 8 მარტსაც მოგილოცავთ, თუნდაც ეს დღე, კლარა ცეტკინის დაბადების დღეს ემთხვეოდეს, ოღონდ, ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს, თორემ ჩაგვქოლავენ!
არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button