სმარტფონებიტექნოლოგია

Samsung-ი მალე წარადგენს ფლაგმანურ პლანშეტ Galaxy Tab S6 5G-ს

Samsung-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული პრომო-მასალები მიგვითითებს, რომ მალე გამოვა მოწყობილობა Galaxy Tab S6 5G – მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პლანშეტი მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერით. 

გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით ჩანს, რომ დიზაინის მხრივ ახალი პლანშეტი Galaxy Tab S6-ის მსგავსია, რომლის დებიუტი მიმდინარე წლის ზაფხულში შედგა. შესაბამისად, ახალ პლანშეტს წინამორბედის მსგავსად ექნება 10.5-დუიმიანი Super AMOLED დისპლეი, გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და S Pen სტილუსის მხარდაჭერა. 

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ აპარატული პლატფორმა Qualcomm Snapdragon 855-იც  უცვლელი დარჩება. ამასთან, დაემატება მოდემი Snapdragon X50 5G მეხუთე თაობის ქსელში მუშაობისთვის. 

image.jpeg

Galaxy Tab S6 5G პლანშეტის სხვა მახასიათებლები ასეთია: 6/8 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128/256 გბ ფლეშ-მეხსიერება, AKG აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით, დისპლეიზე განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი, ორი კამერა 13- და 15-მეგაპიქსელიანი სენსორებით. 

დიდი ალბათობით Galaxy Tab S6 5G პლანშეტის ოფიციალური წარდგენა უახლოეს პერიოდში შედგება. მისი პრეზენტაცია გაიმართება ლას-ვეგასში, იანვარში, ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button