ახალი ამბებიკოსმოსი

NASA-მ აირჩია პირველი სამეცნიერო ინსტრუმენტები მთვარის სადგურ Gateway-სთვის

აშშ-ის აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ განსაზღვრა პირველი სამეცნიერო ინსტრუმენტები და მოწყობილობები, რომლებიც განთავსდება მთვარის ახლომდებარე სადგურ Gateway-ს ბორტზე. 

Gateway გახლავთ NASA-ს კომპლექსური პროგრამა Artemis-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. პროგამის მიზანია მთვარის ზედაპირზე გადასვას ამერიკელი ასტრონავტები 2024 წელს. ინიციატივის რეალიზაცია შეერთებულ შტატებს 35 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება.  

თავდაპირველად დაგეგმილია, რომ სადგური Gateway გამოყენებულ იქნას მთვარისა და შორეული კოსმოსის შესასწავლად. სამომავლოდ კი იგი შუალედური ბაზის სახით მოემსახურება ასტრონავტებს, რომლებიც მარსისკენ გაფრინდებიან ან უკან დაბრუნდებიან. 

image.jpeg

მაშ ასე, ცნობილია, რომ სადგურ Gateway-სთვის შერჩეულია ორი კვლევითი ინსტრუმენტი: ისინი განკუთვნილია კოსმოსური ამინდისა და რადიაციული ფონის მონიტორინგისთვის. პირველი მოწყობილობა NASA-ს მიერაა შექმნილი: მისი მეშვეობით მზის ქარებზე მოხდება დაკვირვება. რადიაციული მდგომარეობის შესაფასებელ მოწყობილობას კი ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) წარადგენს: ინსტრუმენტი, როგორც მოსალოდნელია, მკვლევარებს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ახალი მეთოდები იმ ასტრონავტთა დასაცავად, რომლებსაც კოსმოსში ხანგრძლივ მისიებში მოუწევთ მონაწილეობა. 

სამომავლოდ შეირჩევა დამატებითი კვლევითი ინსტრუმენტები, რომლებიც სადგურ Gateway-ს აღჭურვილობას დაემატება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button