
ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ცხოვრება ჩვენთვის მოცემული
1
ცხოვრება, ჩვენთვის მოცემული ბუნების მიერ,
ბუნებასავე მიაქვს, როგორც – გრიგალს ნიავი.
მაგრამ ბუნების მოცემულ ნიჭს ის ვერ წაიღებს;
ნიჭი მარადის უკვდავია… ყოფნა – მოკვდავი.
2
ადამიანს, როს არაფერი ქვეყნად არ სჯერა,
არც არაფერი მას ქვეყნად არ დაეჯერება…