ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ძველ დღეებზე რაოდენ ფიქრს იტევ ..
ძველ დღეებზე რაოდენ ფიქრს იტევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
არ იქნება, რომ გამრთელდე კიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
დაისვენე, თავი ბალიშს მიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
ძველ დღეებზე რაოდენ ფიქრს იტევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
არ იქნება, რომ გამრთელდე კიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
დაისვენე, თავი ბალიშს მიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.