
ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ძველი ჟურნალები
მას ახსოვს აკაკის „კრებული“:
აღელვებული, დაფიქრებული.
შლიდა ჟურნალებს დღის მყუდროება.
მას ახსოვს გაზეთი „დროება“,
მას ახსოვს ცაზე მნათობი ბადრი,
ვასო აბაშიძის გაზეთი „თეატრი“
და მთელი რიგი, მთელი სერია:
„იმედი“, „კვალი“, „ივერია“,
„ცისკარი“, „მოამბე“, „ნობათი“, –
მაგრამ მოვიდა უფრო სხვა მყობადი:
და გვესმის ძველების მედგარი ძახილი:
ახალი, ახალი! მოგვეცით ახალი!