ქვიზი

ქვიზი: გამოიცნობთ ნაწარმოებს მხოლოდ პირველი წინადადებით?

წინასწარ გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ქვიზია, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში შეგხვდეთ. არ გჯერათ? კარგი! მაშინ სცადეთ და ნახეთ!

0%

რობერტ ლენგდონმა გაჭირვებით გაიღვიძა.

Correct! Wrong!

ბონში რომ ჩამოვედი, ღამდებოდა. თავს ძალა დავატანე, რომ მემოქმედა იმ ავტომატიზმის გარეშე, ხუთი წლის გაუთავებელი მოგზაურობის შედეგად რომ გამომიმუშავდა: ბაქნიდან ჩადი კიბეზე, ადი მოპირდაპირე კიბეზე, ძირს დადე სამგზავრო ჩანთა, პალტოს ჯიბიდან ამოიღე სამგზავრო ბილეთი, მერე ისევ ჩანთას დაავლე ხელი, ჩააბარე ბილეთი კონტროლიორს, წადი გაზეთის ჯიხურისაკენ, იყიდე საღამოს გაზეთები, გადი ქუჩაში და ხელით უხმე ტაქსის.

Correct! Wrong!

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს , ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს .

Correct! Wrong!

გაკვეთილზე ვიყავით, როცა დირექტორი შემოვიდა; მას შემოჰყვა ქალაქურად ჩაცმული ერთი ახალბედა და კლასის მსახური, რომელსაც დიდი მერხი მოჰქონდა. ვინც თვლემდა, მყის გამოფხიზლდა და ისე წამოხტა, თითქოს მუშაობაში ხელი შეუშალესო

Correct! Wrong!

ღარის წყალთან ბალღები თამაშობდნენ. თხუთმეტიოდე წლის ჭაბუკი ნაკადულზე დახრილიყო, ღარიდან გადმომდინარ წყალს პაწაწინა ბორბალს უსწორებდა და მიწაში ჩარჭობილ ორკაპა ჯოხებზე მართავდა. მერე უცებხელი უშვა, ბორბალს წყალი მოხვდა და თავბრუდამსხმელად დატრიალდა.ბორბლის აბრუნება და ბავშვების აჟივლება ერთი იყო. ბრუნავდა ბორბალი და შხეფებს ყრიდა. კისკისებდნენ გახარებული ბავშვები და დედის ძუძუზე მიხვეული გოჭებივით ერთიმეორეს არ აცლიდნენ «წისქვილთან» ადგილის დაჭერას.

Correct! Wrong!

ტკივილი მარჯვენა მხრიდან დაეწყო. უცებ გულის ფიცრისკენ დაიძრა და მარცხენა ძუძუს ქვეშ გაჩერდა. მერე თითქოს ვიღაცამ მკერდი გადაუხსნა, შიგ დაკოჟრილი ხელი ჩაუყო და გული ყურძნის მტევანივით დაუწურა. წურავდა ნელა, დიდი მონდომებით: ერთი და ორი, ორი და სამი, სამი და ოთხი... ბოლოს ისე მოუჭირა ხელი, ისე დაწურა, სისხლის ნატამალიც აღარ დაუტოვა შიგ და ასე გამომშრალი და დაჭყლეტილი მიაგდო სადღაც კუთხეში, – გული გაჩერდა.

Correct! Wrong!

სულ რაღაც ორი საათი იყო დარჩენილი...

Correct! Wrong!

ქეით ეიჩი მქვია. ოცდათერთმეტი წლის ვარ. უკვე თერთმეტ წელზე მეტია მომვლელად ვმუშაობ. ვიცი, ბევრია, მაგრამ, სხვათა შორის, უნდათ, რომ განვაგრძო. კიდევ რვა თვე – წლის ბოლომდე. თითქმის თორმეტი წელი გამომივა. ახლა უკვე ვიცი, რომ თორმეტი წლის განმავლობაში მაინცდამაინც იმიტომ არ მამუშავებენ მომვლელად, რომ ამ საქმეში ბადალი არ მყავს. არაერთი ჩინებული მომვლელი დაუთხოვიათ სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში. არაერთი უვარგისი მომვლელიც მახსენდება, რომელმაც მთელ თოთხმეტ წელს იმუშავა. ასე რომ, არ ვტრაბახობ. თუმცა ისიც ვიცი, რომ ჩემით კმაყოფილები არიან და არც მე ვუჩივი სამსახურს.

Correct! Wrong!

ტაილერმა ოფიციანტად დამაწყებინა მუშაობა, ახლა კი იარაღის ლულას მიდებს პირში და ამბობს: “პირველი ნაბიჯი მარადიულ სიცოცხლემდე არის სიკვდილი.” დიდი ხნის მანძილზე მე და ტაილერი საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ადამიანები ხშირად მეკითხებიან, ვიცნობ თუ არა ტაილერ დერდენს.

Correct! Wrong!

და ფულის ამბავში როგორა ხარ? გადაწყვიტე ეგ საქმე? — ზარმაცად ღეჭავს სიტყვებს ბიჭი, სახელად ყვავი. ეგრე იცის, გეგონება , ღრმა ძილიდან ახლა გამოიღვიძაო — პირის კუნთები დამძიმებული აქვს და ვერ ემორჩილება. არადა თვალთმაქცობს, სრულიად ფხიზელია. როგორც ყოველთვის.

Correct! Wrong!

ქვიზი: გამოიცნობთ ნაწარმოებებს მხოლოდ პირველი წინადადებით?
საშინელება

ან ძალიან ცუდი მეხსიერება გაქვთ, ან კითხვა არ გიყვართ. სავარაუდოდ რაც გამოიცანით ეგაც გაარტყით.
თქვენ ხართ კაი ტიპი

მაგრამ უნიკალურობამდე ბევრი გიკლიათ. ან უბრალოდ ზედმეტად იღბლიანი ხართ.
გენიოსი

ან ძალიან კარგად ხმარობთ თანამედროვე ტექნოლოგიებს ან კიდე ნამდვილი გენიოსი ხართ, შეიძლება ლიტერატურის პედაგოგიც იყოთ, ან უბრალოდ წიგნის ჭია. მაგრამ ალბათ გუგლის მოყვარული უფრო.

Share your Results:

ჭდეები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close