![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში33.jpg?fit=880%2C660&ssl=1)
გიგანტური ჩალის ცხოველები იაპონიის მინდვრებში.
იაპონია დღესასწაულებისა და ფესტივალების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ორიგინალური ფესტივალი ვარა-ს ხელოვნების ფესტივალია, რომელსაც შემოდგომის სეზონის დასასრულს, ჩრდილოეთ იაპონელები აწყობენ. ისინი ჩალის ნარჩენების ხელახლა გამოყენების ინოვაციურ გზას მიმართავენ.
ხელოვნების ფესტივალი „ვარა“ 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად, ქალაქ ნიიგატაში იმართება. თავდაპირველად, ფესტივალი ქალაქის მერიის ტურიზმის დეპარტამენტისა და მუსაშინოს ხელოვნების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. დღეს მის ორგანიზებაში ბევრ სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურას შეაქვს წვლილი.
ბრინჯის ჩალა, რომლისგანაც ადრე იაპონიაში იატაკზე დასაფენ ჭილოფ „ტატამს“ და სხვა ნივთებს ამზადებდნენ, ახლა ხემ და პლასტმასმა ჩაანაცვლა. რადგან ჩალის ნარჩენების გამოყენება აღარ ხდებოდა და ძირითადად, ნადგურდებოდა, მუსაშინოს უნივერსიტეტის სტუდენტების კრეატიულმა იდეამ, ჩალის ნარჩენებისგან გიგანტურ ცხოველთა სკულპტურების დამზადება ქალაქ ნიიგატას მინდვრებში, გაამართლა და ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალის საწინდარი გახდა.
იხილეთ „ვარა“ ფესტივალის ფოტოები.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში12.jpg?resize=780%2C586&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში11.jpg?resize=780%2C589&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში10.jpg?resize=780%2C534&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში9.jpg?resize=780%2C520&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში8.jpg?resize=780%2C520&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში7.jpg?resize=780%2C520&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში6.jpg?resize=780%2C620&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში5.jpg?resize=780%2C585&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში4.jpg?resize=780%2C582&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში33.jpg?resize=780%2C585&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში3.jpg?resize=780%2C577&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში2.jpg?resize=780%2C586&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში-1.jpg?resize=780%2C585&ssl=1)
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/02/გიგანტური-ჩალის-ცხოველები-იაპონიის-მინდვრებში..jpg?resize=768%2C384&ssl=1)