PDFკლასიკალიტერატურანოველარომანიწიგნები

ჰენრი მილერი – კირჩხიბის ტროპიკი

„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.

წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button