ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მეკვლე

– შემოვდგი ფეხი,
გწყალობდეთ ღმერთი,
ფეხი ჩემი,
კვალი ამგელოზისა!
***
– ეს საიდანღა გამოტყვრა, ნეტა ვინ გამოიძახა?
– მამაჩემის ხელწერაა, მაგან იცის ასეთი ფოკუსები, ისევ მეოცე საუკუნე ჰგონია!
– შეხედე, როგორი გაოცებულია, თითქოს უკვირს, ეს სულელი თოვლის პაპა საიდან მოვიდაო!
– ჩრჩილის ნაჭამი სვანური ქუდი სადღა იშოვა, უკეთესი ვერაფერი დაიხურა?!
– ლაპარაკის დროს ბამბის წვერ-ულვაშს რა თხასავით აცანცარებს, ეტყობა, ბამბა პირში ჩასდის, მალ-მალე რომ იფურთხება!
***
– გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს!
***
– ეს რა წიკვინა ხმა აქვს, თოვლის პაპაა თუ ბებო?!
– სათვალე მაინც მოიხსნას, ხელის ცეცებით რომ დადის!
– ვიღაცას არ გაგონებს?
– ჰო, რა ვიცი, რამდენი გამოშტერებულია!
– საჩუქრებსაც რომ არიგებს?!
– შენ რა შეგხვდა?
– მგონი სუნამოა, ფანჯრის რაფაზე დავდე, მე შენ გეტყვი, სულ თავის ფულით აქვს ნაყიდი!
– ეს შეფუთული რა არის, დედას რომ მიართვა?
– ვა, საიდან იცოდა, მამას საათი რომ უნდოდა?
– რა სულელი ხარ, მამაჩემის გამოძახებული არ არის?!
– შენკენ მოდის, საჩუქარი უნდა მოგართვას!
– ღადაოოობ, გამოვართმევ და თავში მივახლი, მერე ნახოს მამაჩემმა, როგორ უნდა სიურპრიზების მოწყობა!
– ეს პატარა რა უჭირავს ხელში?
– შეხედე, წვერი მოიხსნა!
– მათე?! ბეჭედი?! არ არსებოოობს!

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button