ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ათკუდიანი

ათკუდიანი (十尾, ჯუბი) კუდიანი ურჩხულების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც სამყაროს დასაბამიდან უზარმაზარი ათკუდიანი და ცალთვალა ჰუმანოიდი ურჩხულის სახით არსებობს. დამალული სოფლების დაარსებამდე საუკუნეებით ადრე ექვსი გზის განდეგილი ათკუდიანს შეებრძოლა. მან მისი სხეულისგან მისი ჩაკრა გამოაცალკევა, ეს უკანასკნელი ცხრა ნაწილად დაყო და ამგვარად ცხრა ცალი კუდიანი ურჩხული შექმნა, ათკუდიანის სხეული კი მან ქვის უზარმაზარ სფეროში ჩაბეჭდა და მთვარე შექმნა. ათკუდიანი “ამ მსოფლიოს დასაწყისად და დასასრულად” არის მოხსენიებული.[2] ობიტო უჩიჰას დახმარებით კუდიანი ურჩხულების დაჭერითა და გაერთიანებით, მთვარის თვალის გეგმის განსახორციელებლად მადარა უჩიჰას ათკუდიანის გაცოცხლება სურს, რათა მისი ჯინჩურიკი გახდეს და მთვარეზე თავისი შარინგანის გამოსახვით მთელი მსოფლიო სამარადისო ცუკუიომის სახელით ცნობილ გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მოაქციოს – ილუზიურ სამყაროში, რომლის მმართველი თავად იქნება. ათკუდიანის სხეული, რასაც გარეთა გზის დემონური ქანდაკება ჰქვია, თავდაპირველად მადარას, მისი სიკვდილის შემდეგ კი ნაგატოს მიერ გამოიყენებოდა. მას შემდეგ, რაც მეოთხე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მასში კუდიან ურჩხულებს ჩაბეჭდავენ, ათკუდიანი გაცოცხლდება და გაერთიანებულ ძალებს დაუპირისპირდება.

წყარო
https://naruto.fandom.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button