ანიმებორუტონარუტო

ანიმე ბორუტო – ბორუტო უზუმაკი

ბორუტო უზუმაკი (うずまきボルト, უზუმაკი ბორუტო) შინობია კონოჰაგაკურეს უზუმაკის კლანიდან. იგი მეშვიდე ჰოკაგე ნარუტო უზუმაკისა და ჰინატა ჰიუგას შვილია. სერიების დასაწყისში ბორუტო მამამისს უპატივცემლოდ ეპყრობა და „სულელ მოხუც კაცად“ მიიჩნევს[საჭიროებს წყაროს მითითებას]კატეგორია:გასამართავი სტატიები. მას არ მოსწონს ჰოკაგეს სტატუსი და არ მიისწრაფვის მისი მოპოვებისაკენ, რაც მას ნარუტოსგან არსებითად განასხვავებს. ბორუტოს მიზანია, დაჯაბნოს ნარუტო, რომელიც გმირად არის შერაცხული, თუმცა საკუთარი შვილისათვის საკმარისი დრო არ რჩება. მისი დამოკიდებულება მამისადმი ნაწილობრივ შეიცვლება მომოშიკი ოცუცუკის თავდასხმის შემდგომ, ანიმეს 65-ე სერიაში, როდესაც იგი პირადად გახდება ნარუტოს თავგანწირვის თვითმხილველი.

ბორუტო კონოჰამარუს გუნდის წევრია. იგი ფლობს უნიკალურ დოძიუცუ ჯოგანს, რომელიც მან ოცუცუკის მემკვიდრეობიდან მიიღო. ბორუტოს ჰყავს და − ჰიმავარი. მისი სენსეი იყო სასკე უჩიჰა. ბორუტო სწავლობდა მე-7 გუნდში, რომელიც ასევე ერთად აერთიანებდა მიცუკისა და სარადა უჩიჰას.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button