ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ბუნების გარდაქმნა

ბუნების გარდაქმნა (性質変化, სეიშიცუ ჰენკა) ჩაკრას თვისებრიობის შეცვლას ჰქვია, რა დროსაც იგი ჩაკრას ბუნების რომელიმე თანდაყოლილ ტიპად გარდაიქმნება. ფორმის გარდაქმნასთან ერთად ბუნების გარდაქმნა ის აუცილებელი ტექნიკაა, რაც ძიუცუს შესასრულებლადაა საჭირო.

ძირითადი ტიპები
არსებობს ბუნების ხუთი ძირითადი ტიპი: ცეცხლი, ქარი, ელვა, მიწა და წყალი. ამ ტიპებს სხვაგვარად ელემენტები ეწოდება. მათგან ხუთი დიდებული ქვეყნის სახელებია წარმომდგარი და ისინი ელემენტზე დაფუძნებული ყოველი ნინძიუცუს საფუძველს წარმოადგენს.[3] ეს ელემენტები ერთმანეთთან წრიულად არის დაკავშირებული ისე, რომ ყოველი მათგანი ერთზე ძლიერია, ხოლო მეორეზე − სუსტი:

ცეცხლის (火, ჰი) ბუნების ჩაკრა ცეცხლის გამოშვებას წარმოქმნის, რაც ქარზე ძლიერი და წყალზე სუსტია.
ქარის (風, კაზე) ბუნების ჩაკრა ქარის გამოშვებას წარმოქმნის, რაც ელვაზე ძლიერი და ცეცხლზე სუსტია.
ელვის (雷, კამინარი) ბუნების ჩაკრა ელვის გამოშვებას წარმოქმნის, რაც მიწაზე ძლიერი და ქარზე სუსტია.
მიწის (土, ცუჩი) ბუნების ჩაკრა მიწის გამოშვებას წარმოქმნის, რაც წყალზე ძლიერი და ელვაზე სუსტია.
წყლის (水, მიზუ) ბუნების ჩაკრა წყლის გამოშვებას წარმოქმნის, რაც ცეცხლზე ძლიერი და მიწაზე სუსტია.
შინობთა უმრავლესობას ერთადერთი ასეთი ელემენტის გამოყენება შეუძლია[3] მაშინ, როცა რინნეგანის მფლობელს ხუთივეზე მიუწვდება ხელი[4]. ყოველი შინობი რომელიმე ელემენტისადმი ბუნებრივადაა მიდრეკილი. მაგალითად, უჩიჰას კლანის წარმომადგენელთათვის ესაა ცეცხლი.[3] ასეთი ელემენტის ამოსაცნობად სპეციალური ქაღალდი გამოიყენება, რაც ყველა ბუნებაზე განსხვავებულად რეაგირებს:

ცეცხლი: იგი აალდება;
ქარი: იგი შუაზე გაიხევა;
ელვა: იგი დაიჭმუჭნება;
მიწა: იგი მტვრად გადაიქცევა;
წყალი: იგი დანოტიოვდება.[5]გაწონასწორება
გაწონასწორება (相殺, სოსაი) ისეთ მდგომარეობას ჰქვია, როდესაც ერთნაირ ბუნებაზე დაფუძნებული ტექნიკები ერთმანეთს ანეიტრალებენ, რადგან მათში ჩაკრას ერთი და იგივე რაოდენობაა გამოყენებული. მაგალითად, კაკუზუსთან ბრძოლისას კაკაშიმ მტრის ელვის გამოშვება: ყალბი სიბნელე თავისი ელვის მჭრელით გაანეიტრალა.[6]

თუ ერთი ტექნიკა მეორეზე ძლიერია, იგი მას არა მხოლოდ დაჯაბნის, არამედ შთანთქავს კიდეც და ამგვარად სუსტი ტექნიკის გამომყენებელს გაცილებით დიდ ზიანს მიაყენებს. მაგალითად, ორთაბრძოლისას სასკემ და იტაჩიმ ერთმანეთს დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკები დაუპირისპირეს. ზეცის დაწყევლილი ბეჭდის წყალობით სასკემ იტაჩის ტექნიკის დაძლევა შეძლო. რომ არა მისი ამატერასუ, იტაჩი სასკესა და თავისი ტექნიკების კომბინაციის მსხვერპლი გახდებოდა. ცეცხლის გამოშვების უმაღლეს საფეხურად მიჩნეული ამატერასუს წყალობით მან ამ ტექნიკების მიერ წარმოქმნილი ცეცხლი სრულად შთანთქა და შავი ალის დიდ გროვად აქცია.[7]

გაუმჯობესებული ტიპები
ძირითადი ტიპების კომბინაცია ბუნების გაუმჯობესებული ტიპებს წარმოქმნის. ასეთ კომბინაციას კეკკეი გენკაი ან კეკკეი ტოტა ჰქვია. პირველი მათგანი ორი, უკანასკნელი კი სამი განსხვავებული ელემენტის ურთიერთმოქმედების შედეგია. სერიებში მხოლოდ თერთმეტი ასეთი გაუმჯობესებული ბუნება გამოჩნდა, აქედან ერთი მხოლოდ ანიმეში:

ყინული (氷, კორი), რაც ყინულის გამოშვებას წარმოქმნის, წყლისა და ქარის გამოშვებების კომბინაციის შედეგია. ყინულის გამოშვება იუკის კლანისთვისაა დამახასიათებელი. მისი ყველაზე ცნობილი გამომყენებელია ჰაკუ;
ხე (木, კი), რაც ხის გამოშვებას წარმოქმნის, მიწისა და წყლის გამოშვებების კომბინაციის შედეგია. ხის გამოშვებას ბუნებრივად მხოლოდ ჰაშირამა სენჯუ ფლობდა, სხვებმა კი იგი ჰაშირამას უჯრედების გადანერგვის შედეგად შეიძინეს;
ლავა (溶岩, იოგან), რაც ლავის გამოშვებას წარმოქმნის, ცეცხლისა და მიწის გამოშვებების კომბინაციის შედეგია. ამ ბუნების ცნობილი მფლობელები არიან: სონ გოკუ და მისი ჯინჩურიკი – როში, მეი ტერუმი, კუროცუჩი და დოდაი;
კრისტალი (結晶, კესშო), რაც კრისტალის გამოშვებას წარმოქმნის, მიწის გამოშვებისა და უცნობი ელემენტის კომბინაციის შედეგია. კრისტალის გამოშვება მხოლოდ ანიმეში გამოჩნდა. მისი ერთადერთი ცნობილი მფლობელია გურენი;
ალი (炎, ჰონო), რაც ალის გამოშვებას წარმოქმნის, უცნობი ელემენტების კომბინაციის შედეგია. ალის გამოშვება ამატერასუს ალისგანაა წარმომდგარი და მისი ერთადერთი ცნობილი მფლობელია სასკე უჩიჰა;
შტორმი (嵐, არაში), რაც შტორმის გამოშვებას წარმოქმნის, ელვისა და წყლის გამოშვებების კომბინაციის შედეგია. მისი ერთადერთი ცნობილი მფლობელია დარუი;
დუღილი (沸騰, ფუტტო), რაც დუღილის გამოშვებას წარმოქმნის, წყლისა და ცეცხლის გამოშვებების კომბინაციის შედეგია. მისი ერთადერთი ცნობილი მფლობელია მეი ტერუმი;
მტვერი (塵, ჩირი), რაც კეკკეი ტოტა მტვრის გამოშვებას წარმოქმნის, ცეცხლის, მიწისა და ქარის გამოშვებების კომბინაციის შედეგია. ამ კეკეი ტოტას მხოლოდ მუ და ონოკი ფლობდნენ;
აფეთქება (爆発, ბაკუჰაცუ), რაც აფეთქების გამოშვებას წარმოქმნის, უცნობი ელემენტების კომბინაციის შედეგია. აფეთქების გამოშვებას დეიდარა და გარი ფლობდნენ;
მწველი სიცხე (灼熱, შაკუნეცუ), რაც დამწვრობის გამოშვებას წარმოქმნის, უცნობი ელემენტების კომბინაციის შედეგია. მისი ერთადერთი ცნობილი მფლობელია პაკურა;
მაგნიტიზმი (磁力, ჯირიოკუ), რაც მაგნიტის გამოშვებას წარმოქმნის, უცნობი ელემენტების კომბინაციის შედეგია. ამ ბუნების ცნობილი მფლობელები არიან: ტოროი, მესამე და მეოთხე კაზეკაგეები.
ინი და იანი, უცნობი ტიპები
ბუნების ხუთი ძირითადი ტიპის გარდა არსებობს მეექვსე ტიპი: ინი (陰, ინ), წარმოსახვისა და სულიერი ენერგიის საწყისი, რაც ინის გამოშვებას წარმოქმნის და იანი (陽, იო), ცხოველქმედობისა და ფიზიკური ენერგიის საწყისი, რაც იანის გამოშვებას წარმოქმნის. ერთად ისინი ინ-იანის გამოშვებას ქმნიან. იამატოს თქმით ისეთი ტექნიკები, როგორიცაა ჩრდილის მიბაძვის ტექნიკა, მულტი ზომის ტექნიკა, სამკურნალო ნინძიუცუ, გენძიუცუ და სხვები, სწორედ ინსა და იანს ეფუძნებიან.[8]

ზოგიერთი ტექნიკის წყარო ცნობილი არაა. მაგალითად, უცნობია, თუ რომელ ტიპს ეფუძნება კონანის ქაღალდის ნინძიუცუ.

წვრილმანები
ფილმში ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი: ცეცხლის ნებისყოფა დამატებით სამი კეკკეი გენკაი გამოჩნდა:
სიბნელე (冥暗, მეიან), რაც სიბნელის გამოშვებას წარმოქმნის, უცნობი ელემენტების კომბინაციის შედეგია.
ფოლადი (鋼, ჰაგანე), რაც ფოლადის გამოშვებას წარმოქმნის, უცნობი ელემენტების კომბინაციის შედეგია.
სისწრაფე (迅速, ჯინსოკუ), რაც სისწრაფის გამოშვებას წარმოქმნის, უცნობი ელემენტების კომბინაციის შედეგია.
ფილმში ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი: ცეცხლის ნებისყოფა შტორმის გამოშვებას ჰირუკოც ფლობდა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button