გარეთა გზის დემონური ქანდაკება (外道魔像, გედო მაზო) ათკუდიანის ნაჭუჭს წარმოადგენს, რაც თავის დროზე ექვსი გზის განდეგილმა მთვარეში ჩაბეჭდა. მოგვიანებით, სენჯუს დეენემისა და რინნეგანის მეშვეობით მადარა უჩიჰამ დემონური ქანდაკების გამოძახება შეძლო. უზუმაკისა და სენჯუს შთამომავალი ნაგატო ერთადერთი ცნობილი შინობი იყო, ვისაც მისი გამოძახება ბუნებრივად შეეძლო[1]. გარეთა გზის დემონური ქანდაკებას იგი კუდიანი ურჩხულების ჩაბეჭდვის მიზნით იყენებდა.
ისტორია
მას შემდეგ, რაც ექვსი გზის განდეგილმა ათკუდიანი ურჩხული დაამარცხა, მისი ჩაკრა მან ცხრა ნაწილად დაყო და ცხრა ცალი კუდიანი ურჩხული შექმნა. ჩიბაკუ თენსეის მეშვეობით მან ათკუდიანის ცარიელი სხეული ქვის უზარმაზარ სფეროში გამოამწყვდია და ამგვარად შექმნა მთვარე.
მოგვიანებით, ჰაშირამა სენჯუს დეენემისა და რინნეგანის წყალობით, მადარა უჩიჰამ როგორღაც მისი გამოძახება შეძლო. დემონის ქანდაკებასთან ფიზიკურად მიერთების გზით მან სიცოცხლე გაიხანგრძლივა. მისი მეშვეობით მან ჰაშირამას ცოცხალი კლონი და თეთრი ზეცუს კლონებიც შექმნა.
შინობთა მესამე მსოფლიო ომის პერიოდში, გარეთა გზის დემონური ქანდაკების დახმარებით ნაგატომ ჰანზოსა და დანზოს ანბუს მთელი არმია ამოხოცა. ტექნიკის შესრულებამდე, დემონურ ქანდაკებას იგი ლითონის ღეროებით ფიზიკურად დაუკავშირდა. ამის შემდეგ, ნაგატო ქანდაკებას მხოლოდ კუდიანი ურჩხულების ჩაბეჭდვის მიზნით იძახებდა.
მეოთხე მსოფლიო ომში, ცხრაკუდიანი ურჩხულის ჩაკრას ხელში ჩაგდების მიზნით ტობი პირველ დივიზიას დემონური ქანდაკებით შეუტევს, მოგვიანებით კი მისი დახმარებით ნარუტოს, კილერ ბის, კაკაშისა და გაის შეებრძოლება. მას შემდეგ, რაც ქანდაკება კურამასა და გიუკის ჩაკრას ნაწილს შთანთქავს, ტობი ათკუდიანი ურჩხულის გაცოცხლებას შეუდგება, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველზე მადარა უჩიჰა გამოჩნდება, ისინი ნარუტოსა და კილერ ბის დაჭერას გადაწყვეტენ.
გარეგნობა
დემონური ქანდაკება უზარმაზარი ჰუმანოიდია. მისი კანი ხის ქერქს ჰგავს. მას ცხრა თვალი აქვს. ცარიელი ქანდაკება ბრმაა. მას თვალებზე ნაჭერი აქვს აფარებული, რადგან ყოველი მათგანი დახუჭული აქვს. მას შემდეგ, რაც აკაცუკი მასში კუდიანი ურჩხულების ჩაბეჭდვას წამოიწყებს, თანდათანობით მას ცხრავე თვალი გაეხსნება. ბენიჰისაგოსა და კოჰაკუ ნო ჯოჰეიში დატყვევებული ოქროსა და ვერცხლის ძმების ჩაკრასა და რვაკუდიანის საცეცის შთანთქმის შემდეგ ქანდაკებას გარეგნობა შეიცვლება: იგი ცხრავე თვალს გაახელს, საიდანაც სისხლი წამოვა, და ზომაში გაზრდას დაიწყებს.