ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – დეიდარა

დეიდარა (デイダラ, დეიდარა) S-რანგის გაქცეული ნინძა იყო, რომელმაც თავის სოფელს − იუაგაკურეს უღალატა და აკაცუკის შეურთდა. ის ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. აკაცუკიში დეიდარას პარტნიორი სასორი იყო, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ტობიმ ჩაანაცვლა.

შესაძლებლობები
დეიდარა ძლევამოსილი ნინძა იყო, რის გამოც ის აკაცუკის − S-რანგის შინობებისაგან შემდგარი ორგანიზაციის წევრად იქცა. მისი შესაძლებლობები აკაცუკის ლიდერმა პეინმაც შეაქო, როდესაც აღნიშნა, რომ დეიდარა უნიკალური იყო და მისმა სიკვდილმა დიდი დარტყმა მიაყენა გუნდს.[1] დეიდარამ ცალი ხელით დაამარცხა მეხუთე კაზეკაგე − ერთკუდიანი ურჩხული შუკაკუს ჯინჩურიკი გაარა. მან ასევე შეძლო სამკუდიანი ურჩხულის − ისობუს დაჭერა.

ნინძიუცუ
ბუნების გარდაქმნა და ფეთქებადი თიხა
დეიდარა აფეთქების გამოშვების კეკკეი გენკაის ფლობდა, რასაც იგი მიწის გამოშვებისა და ელვის გამოშვების ურთიერთმოქმედებით იყენებდა. იუაგაკურედან მოპარული კინძიუცუს წყალობით დეიდარამ ფეთქებადი თიხის წარმოქმნის უნარი შეიძინა, რითაც ის ჩვეულებრივ თიხას ფეთქებადი ჩაკრათი მუხტავდა. აკრძალული ტექნიკის გამოყენების შედეგი უნდა იყოს დეიდარას ხელისგულებსა და გულმკერდის მარცხენა ნაწილში არსებული აბერაციები სამი სპეციალური პირის სახით, რომელთა მეშვეობით ხდებოდა თიხის გადამუშავება. მასალისათვის სასურველი ფორმის მიცემის შემდეგ დეიდარას თიხის ფიგურების მოძრაობისა და ზომის მართვა შეეძლო.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button