ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – კაბუტო იაკუში

კაბუტო იაკუში (薬師カブト, იაკუში კაბუტო) სერიების ერთ-ერთი ანტაგონისტია, რომელიც ოროჩიმარუს „მარჯვენა ხელი“ და ჯაშუში იყო. ოროჩიმარუს სიკვდილის შემდეგ, მეოთხე მსოფლიო ომის მსვლელობისას, იგი ტობის აკაცუკის შეუერთდა.

წარსული
კაბუტოს წარმომავლობისა და წარსულის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არაა. იგი აღიზარდა კონოჰას ბავშვთა სახლში, ნონო იაკუშის მიერ, რომელმაც კაბუტო ბავშვობაში, ბრძოლის შედეგად განადგურებული სოფლის განაპირას იპოვა. თავის არეში მიღებული ტრავმის გამო კაბუტოს არ ახსოვდა არც საკუთარი სახელი და არც ის, თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები. მოგვიანებით, კაბუტო დანზო შიმურას ფესვში გაწევრიანდა და მისი საიდუმლო აგენტი გახდა. დანზოს დავალებით, სხვადასხვა პერიოდში, კაბუტო ჯაშუშობას ეწეოდა კუმოგაკურეში, კირიგაკურეში, სუნაგაკურესა და იუაგაკურეში. ერთ-ერთი მისიის მიმდინარეობისას, იუაგაკურეში კაბუტომ შემთხვევით მოკლა თავისი დედობილი − ნონო. იგი მალევე შეხვდა ოროჩიმარუს, რომელმაც მას აუხსნა, რომ მომხდარი დანზოს მიერ იყო პროვოცირებული, რათა მასა და ნონოს ერთმანეთი დაეხოცათ. ამის შემდეგ კაბუტო ოროჩიმარუს მთავარი ასისტენტი და აგენტი გახდა.

ხასიათი
ბავშვობაში მიღებული ტრავმისა და ამნეზიის გამო კაბუტო საკმაოდ მორცხვი, მშვიდი და მგრძნობიარე პიროვნება იყო, რომელმაც არ იცოდა, თუ საიდან მოდიოდა და სად იყო მისი ადგილი ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კაბუტო ოროჩიმარუს მითითებებსა და დავალებებს ასრულებდა, ის ხანდახან თავისი ლიდერის წინააღმდეგაც მიდიოდა და მტრებს ეხმარებოდა. თუმცა მას მოსწონდა ოროჩიმარუს საქმიანობა და იდეოლოგია.

კაბუტოს მიაჩნდა, რომ მორცხვი ინტროვერტი იყო, რომელსაც არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავს უკანა პლანზე უფრო კომფორტულად გრძნობდა. მისი ამპარტავნება გამოიხატება, როდესაც ის განაცხადებს, რომ ოროჩიმარუზე ძლიერია და თავს ექვსი გზის განდეგილს გაუტოლებს. კაბუტო ასევე თვლიდა, რომ იტაჩი უჩიჰას მსგავსად თავადაც კონოჰას ჩრდილში მსახურობდა, თუმცა იტაჩის თანამშრომლობას მხოლოდ მისი შარინგანის ხელში ჩაგდების მოტივით შესთავაზებს.

გარეგნობა
კაბუტოს ნიშანი არის შავი წრიული სათვალე, რომელიც მას ნონომ აჩუქა და რომლის გარეშე ის თითქმის ვერ ხედავს. კაბუტოს აქვს შავი თვალები და ნაცრისფერი თმა. სერიების პირველ ნაწილში მას ეცვა მუქი იისფერი პერანგი, მაღალი საყელოთი, თეთრი ქვედა პერანგით, შარვალი და ცისფერი სანდლები. მარცხენა ფეხზე ჰქონდა შურიკენების ჩანთა. კაბუტო, ჩვეულებისამებრ, ატარებდა ოტოგაკურეს შუბლის დამცავს, მაგრამ პირველად იგი შენიღბვის მიზნით კონოჰაგაკურეს შუბლსაკრავით გამოჩნდა. მეორე ნაწილში მას აღარ აქვს შუბლსაკრავი და აცვია შინდისფერი მანტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავისი ვინაობის დაფარვას ცდილობს.

ოროჩიმარუს სიკვდილის შემდეგ კაბუტომ სხეულში ოროჩიმარუს ქსოვილები და უჯრედები გადაინერგა. შედეგად უჯრედებმა დაიკავა მისი სხეულის მარცხენა მხარე, რამაც დაზიანებულ ადგილებს თეთრი შეფერილობა მისცა. გარდა ამისა, მისი მარცხენა თვალი ისეთი ფორმისა და ფერის გახდა, როგორიც ოროჩიმარუს ჰქონდა. ამ პერიოდში მის თვალებზე გამოისახა შავი ისრები, თუმცა მხოლოდ მარცხენა თვალი იყო გარშემორტყმული ოროჩიმარუსთვის დამახასიათებელი იისფერი ნიშნით.

ოროჩიმარუს გაცოცხლების შემდეგ მან კაბუტოს თავისი ძალა ამოაცალა, რის შედეგადაც კაბუტო პირვანდელ ფორმას დაუბრუნდა.

შესაძლებლობები
უამრავ ადამიანზე ექსპერიმენტების ჩატარების შედეგად კაბუტომ ბრძოლისას მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების იდენტიფიკაცია და თავის სასარგებლოდ გამოყენება ისწავლა. მეოთხე მსოფლიო ომის დროს, ედო თენსეის მეშვეობით მან გარდაცვლილი შინობების გაცოცხლება და მართვა შეძლო.

იარაღები
სისხლის მომატების ტაბლეტი
სამხედრო რაციონების ტაბლეტი
ნინძას ინფო-ბარათები
შხამი
სენბონი (მხოლოდ ანიმეში)

წყარო
https://naruto.fandom.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button