იტაჩი უჩიჰა (うちは イタチ, უჩიჰა იტაჩი) კონოჰაგაკურელი შინობი იყო, რომელმაც თავისი კლანი ამოხოცა და გაქცეული ნინძა გახდა. თავდაპირველად იტაჩი სერიების ერთ-ერთ მთავარ ბოროტმოქმედს წარმოადგენდა, სიკვდილის შემდეგ კი იგი გმირად გარდაიქმნა.
როდესაც იტაჩი ანბუს კაპიტანი იყო, კონოჰაგაკურეს მმართველმა საბჭომ მას უჩიჰას კლანის ამოხოცვა დაავალა, რადგან მათი მხრიდან სოფლის წინააღმდეგ დიდი აჯანყება იყო მოსალოდნელი, რაც ომის საშიშროებას ქმნიდა. იტაჩის თქმით, იგი მუდამ კონოჰას ინტერესებისათვის მოქმედებდა, მაშინაც კი, როდესაც აკაცუკიში მსახურობდა. მეოთხე მსოფლიო ომის მსვლელობისას სწორედ იტაჩიმ შეაჩერა უწმინდური მსოფლიო რეინკარნაცია, რითაც გაერთიანებულ ძალებს დიდი მსხვერპლი აარიდა.
შესაძლებლობები
იტაჩი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული შინობი იყო, რომელიც განსაცვიფრებელ უნარებს ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა. თავისი საბრძოლო ოსტატობისა და მაღალი ინტელექტის წყალობით იტაჩიმ ნინძების აკადემია 7 წლის ასაკში დაამთავრა, ჩუნინი 10 წლის გახდა, 13 წლისა კი ანბუს რაზმის კაპიტნად დაინიშნა. შარინგანი მან 8 წლის ასაკში გაიაქტიურა, მანგეკიო შარინგანი კი – 12 წლისამ. იტაჩი დახელოვნებული იყო ნინძას ყველა დისციპლინაში, თუმცა მისი ბრძოლის სტილი ძირითადად გენძიუცუსა და დოძიუცუს ტექნიკებს ეფუძნებოდა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ცუკუიომი, ამატერასუ, სუსანოო და იზანამი. იმ მცირერიცხოვან ბრძოლებში, რომლებიც სერიებში იქნა ნაჩვენები, იტაჩიმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ იგი უკიდურესად ძლიერი ოპონენტი იყო და დიდი ძალისხმევის გარეშე ახერხებდა ისეთ ძლევამოსილ შინობებთან გამკლავებას, როგორებიც იყვნენ: კაკაში ჰატაკე, ოროჩიმარუ და დეიდარა. ამის გამო იგი თანაბრად იმსახურებდა ქებას მოკავშირეებისა და მტრებისაგან. S-რანგის ნინძა კისამე ჰოშიგაკიმ და ერთ-ერთმა სანნინმა ოროჩიმარუმ დაუფარავად აღიარეს, რომ იტაჩი მათზე ძლიერი იყო, კაბუტო იაკუში კი იტაჩის წინააღმდეგ ბრძოლისას იძულებული გახდა, დახმარება სასკესათვის ეთხოვა, რადგან მიხვდა, რომ ოპონენტის დამარცხებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა. ამის მიუხედავად, იტაჩი საკუთარი ტალანტით არასდროს ტრაბახობდა და ყოველთვის სათანადოდ აფასებდა მოწინააღმდეგეებს. თავისი ტრაგიკული წარსულის გამო იტაჩი თავს არიდებდა უმიზნო ბრძოლებში მონაწილეობას. როგორც წესი, იგი მხოლოდ თავდაცვის მიზნით იბრძოდა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დამარცხებულ მტერს ცოცხალს ტოვებდა. შეიძლება ითქვას, რომ იტაჩის პოტენციალი სერიებში სრულად არ გამოჩნდა, ნაწილობრივ მისი პაციფისტური ბუნების, ნაწილობრივ კი იმ უცნობი დაავადების გამო, რომელიც მას მნიშვნელოვნად ასუსტებდა. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში იტაჩიმ მაინც მოახერხა შთამბეჭდავი უნარების დემონსტრირება. მაგალითად, მან წარმატებით შეძლო კაკაშის, ნარუტოს, საკურასა და ჩიიოს დროებით შეჩერება, რათა მათ აკაცუკის გეგმის განხორციელებისათვის (კერძოდ, შუკაკუს ჩაკრას მოპოვებისათვის) ხელი არ შეეშალათ, მეოთხე მსოფლიო ომში კი მან არა მხოლოდ დაძლია კაბუტო, რომელიც სენნინის რეჟიმთან ერთად ოროჩიმარუს, კიმიმარუსა და ბგერის ოთხეულის ტექნიკებს იყენებდა, არამედ გენძიუცუს მეშვეობით მას რეანიმირების ძიუცუს გაუქმებაც აიძულა. სასკესთან ბრძოლაში იტაჩის სიკვდილის მხილველმა ზეცუმ განაცხადა, რომ მას უჭირდა იტაჩის დამარცხების ფაქტის დაჯერება. ობიტო უჩიჰას მიაჩნდა, რომ იტაჩიმ სასკეს გამარჯვების საშუალება მისცა, სინამდვილეში კი მისი მოკვლა შეეძლო მიუხედავად ტერმინალური ავადმყოფობისა და სასკეს მიერ ოროჩიმარუს ძალის გამოყენებისა.[ აღსანიშნავია იტაჩის გამჭრიახი გონება და ძლიერი ანალიტიკური უნარები, რომელთა წყალობითაც მას თავისი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ობიტოს განცხადებით, იტაჩი სიკვდილის შემდეგაც არ წყვეტდა მის გაკვირვებას. იტაჩის შეეძლო მტრის ტექნიკის სუსტი მხარის ამოცნობა და ამ გზით მისი თავიდან აცილება ან სულაც განეიტრალება. ამასთან, იგი ადვილად ახერხებდა ადამიანების მოტყუებასა და მათ მანიპულირებას. მან მოახერხა სასკესათვის თავის შეძულება, რათა მისი მოკვლით სასკეს უჩიჰას კლანის ღირსება აღედგინა. მადარა უჩიჰას გარდა, იტაჩი ერთადერთი შინობია, რომელმაც კაბუტოს რეანიმირების ტექნიკისაგან თავის დაღწევა შეძლო.
იარაღები
ხმალი
სუსანოოს მახვილი
ტოცუკას მახვილი
იატა სარკე
ძიუცუ
ამატერასუ
კლონის დიდებული აფეთქება
ყვავის კლონის ტექნიკა
დემონური ილუზია: სარკე ზეცისა და მიწის შეცვლა
დემონური ილუზია: შემბოჭველი პალოების ტექნიკა
ბინდის ყვავის გენძიუცუ
უტაკატა
ცეცხლის გამოშვება: დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკა
ცეცხლის გამოშვება: ფენიქსი ბრძენი ცეცხლის ტექნიკა
კატონ: ჰოსენკა ცუმაბენი
გენძიუცუ: შარინგანი
იზანამი
ჩრდილის კლონის ტექნიკა
გამოძახების ტექნიკა (ყვავები)
სუსანოო
ტრანსკრიფციის ბეჭედი: ამატერასუ
ცუკუიომი
წყლის გამოშვება: წყლის დრაკონის ტყვიის ტექნიკა
წყლის გამოშვება: წყლის ეშვის ტყვია
იასაკა ნო მაგატამა
ოჯახი
ფუგაკუ უჩიჰა (მამა)
მიკოტო უჩიჰა (დედა)
სასკე უჩიჰა (ძმა)
სარადა უჩიჰა (ძმისშვილი)