ახალი ამბებიტექნოლოგია

Tesla-მ გამოაქვეყნა თავისი პატენტები და მწარმოებლებს მათი გამოყენების ნება დართო

კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ყველა პატენტი გამოქვეყნდა და შესაძლებელია მათი „კეთილსინდისიერად გამოყენება“ საწარმოო საჭიროებისთვის. მან განმარტა, რომ ეს ქმედება მიმართულია მიზნისკენ – ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას და იმატოს ელექტრომობილების რიცხვმა. 

ოფიციალურ ბლოგში მასკმა განაცხადა, რომ Tesla არ უჩივლებს მათ, ვინც დაპატენტებულ ტექნოლოგიას „საპატიო მიზნებისთვის“ გამოიყენებს. 

როგორც ცნობილია, კომპანიამ გაზარდა დასატენი სადგურების – Supercharger-ების მოხმარების ფასი. როგორც ჩანს, ელექტრომობილებით ეკონომიის გაწევა არ მოხერხდება. 

მასკმა აღნიშნა, რომ პატენტების საიდუმლოდ შენახვა უკვე აღარ წარმოადგენს კარგ პრაქტიკას – იგი ახშობს პროგრესს, აფართოებს იურისტების და არა გამომგონებლების  უფლებებსა და საშუალებებს. 

„ნამდვილი კონკურენცია – ეს არ არის სხვა ელექტრომანქანების მცირე წილი – არამედ ეს არის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების უზარმაზარი ნაკადი, რომელთაც ყოველდღიურად აწარმოებენ მსოფლიოს დიდი ქარხნები“. 

2018 წელს კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა Linux-კოდი  Tesla Model S/X ელექტრომობილებისთვის, რომელიც შეიცავდა  პლატფორმა Tesla Autopilot-ისა და საინფორმაციო-გასართობი სისტემის Nvidia Tegra-ს ნიმუშებს. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close